ორნამენტის მოსაჭრელი ავტომატური ჩარხის ბიჯური კონვეიერი
= STEP-MOTION CONVEYOR OF AUTOMATIC MACHINE TOOL FOR CUTTING ORNAMENT : გამოგონების პატენტი = Patent for invention : (11) GE P 4777 B : (51) B 65 G 25/08 (IPC, 2006) /
რამაზ ტყემალაძე, გიორგი ასანიძე, იგორ გელაშვილი, ზაურ ბალამწარაშვილი, ზაურ ჩიტიძე, პეტრე დუნდუა.
- ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 2009 09 10 # 17.
- გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი - 7 გვ. ; მუხლები: 1 დამოუკიდებელი; 2 დამოკიდებული; ფიგურები: 2.
- პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.
კონვეიერი შეიცავს ჯაჭვის 23 სახით შესრულებულ მუშა ორგანოს მასზე დამაგრებული ნამზადების 27 მიმწოდებელი საბიძგებლებით 28 და წამყვან 24 და ამყოლ ვარსკვლავებს. ამასთან, წანყვან ვარსკვლავასთან ორივე მხრიდან დაკავშირებულია ელექტრომაგნიტური ქუროები ისე, რომ ერთ -ერთი ელექტრომაგნიტური ქუროს ერთი ნაწილი 10 ხისტად არის დასმული ვარსკვლავას ღერძზე 26, ხოლო მისი მეორე მბრუნავი ნაწილი 9 ხისტად არის დამაგრებული ვარსკვლავაზე, მეორე ელექტრომაგნიტური ქუროს მბრუნავი ნაწილი 12 ხისტად დამაგრებულია წამყვან ვარსკვლავაზე, ხოლო მისი მეორე ნაწილი ბერკეტთან 18 შემობრუნების შესაძლებლობით დასმულია მილისზე 25. ამასთან, ბერკეტზე დამონტაჟებული ხრახნული მექანიზმის 19 ქანჩზე 20 დამაგრებულია თითი, რომელიც სახსრულადაა დაკავშირებული ჰიდროცილინდრის 16 ჭოკთან 17.