შემფუთავი ავტომატი = Packing Machine : გამოგონების პატენტი = Patent for invention : (11) GE P 1998 568 B : (51) B 65 B 5/00 (IPC, 2006) / ავთანდილ ქისტაური. - ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 29.01.97 # 1. - გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი - 13 გვ. ; 16 ფიგურა.

- პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.

გამოგონება განეკუთვნება კვების მრეწველობას, კერძოდ შემფუთავ ავტომატებს, რომლებშიც სრულდება პროდუქტების ცალობრივი შეფუთვა. პრიზმული ფორმის ერთი ან ორფენოვანი მუყაოს ეტიკეტისა და კილიტისაგან დამზადებულ კოლოფებში.
გამოგონების ტექნიკური შედეგია შემფუთავი ავტომატის კონსტრუქციის გამარტივება.
შემფუთავი მასალის 7,8 მიწოდების მექანიზმი 6 აღჭურვილია ერთი კოლოფის დასამზადებლად საჭირო შესაფუთი მასალების წინასწარი შეწყვილების მოწყობილობით და მუშა ზონაში მათი წყვილად შემტანი მექანიკური ხელით 9. კოლოფის ფორმირებისათვის განკუთვნილი სწორკუთხა ფორმის ცვალებადი ზომის სარგულები 11 განლაგებულია ვერტიკალური ბრუნვის ღერძის მქონე როტორზე 2 ბრუნვის ღერძის პარალელურად. კოლოფის თავის ფორმირებისას მის დასაჭერად გათვალისწინებული გასახსნელი ჯამები 12 განლაგებულია როტორზე 2 სარგულების 11 ქვეშ, კოლოფისათვის ფორმის მიმცემი და თავის დასახური მექანიზმები დამონტაჟებულია მოძრაობის მიღების შესაძლებლობით, სარგულებიდან 11, ჯამებიდან 12, და როტორზე 2 განლაგებული კოპირებიდან 72.

568 ge B 1997-01-29 published Sakpatenti

კვების მრეწველობა შემფუთავი ავტომატები ავტომატი შემფუთავი