ცენტრალური ბუფერული გადასაბმელი ლიანდაგზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალებისათვის = CENTRAL BUFFER COUPLING FOR RAIL-GUIDED VEHICLE : გამოგონების პატენტი = Patent for invention : (11) GE P 2013 5984 B : (51) B 61 G 7/08 (IPC, 2006) / იორნ შულცი. - ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 2013 12 10 №23. - გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი - 22 გვ. ; მუხლები: 1 დამოუკიდებელი; 14 დამოკიდებელი. ფიგურა: 4.

- პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.

გადასაბმელი 1 შეიცავს სატრანსპორტო საშუალების ვაგონის ძარასთან დაკავშირებულ მაერთებელ საწევს 10 და ასევე ვაგონის ძარის გვერდითი დაბოლოების საპირისპიროდ მდებარე მაერთებელი საწევის 10 წინა დაბოლოებასთან გათვალისწინებულ ავტოგადასაბმელის თავს 20. გადასაბმელის 1 ვერტიკალური და ჰორიზონტალური მოხვევის დროს კუთხური გადაადგილებისას მოსახვევებში, დაღმართებში თუ აღმართებზე მგზავრობის დროს ცენტრალური ბუფერის გადასაბმელით 1 შესაძლებელია ორი ერთმანეთთან გადაბმული ვაგონის ძარას შორის წევის, დაჯახების ძალებისა და ასევე მატარებლის ნორმალური მსვლელობის დროს გრეხითი მოძრაობების გადაცემა. გამოგონების შესაბამისად მაერთებელი საწევი 10 დაყოფილია გადასაბმელის თავის მხრიდან განლაგებული წინა მონაკვეთად 11 და ვაგონის ძარას მხრიდან განლაგებული უკანა მონაკვეთად 12. ამასთან, მაერთებელი საწევის წინა მონაკვეთი 11 მაერთებელი საწევის უკანა მონაკვეთთან 12 ისეთნაირად არის დაკავშირებული, რომ სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას მაერთებელი საწევის ორივე მონაკვეთს გააჩნიათ ერთიმეორის მიმართ გადაადგილების შესაძლებლობა.

5984 ge B 2013-12-10 published Sakpatenti

ტრანსპორტი რკინიგზა ლიანდაგი ბუფერი ვაგონი ძარა