მოძრავი შემადგენლობის გოგორწყვილებისა და რელსის ცვეთის ინდიკაციის სისტემა
= SYSTEM OF INDICATION OF WHEEL PAIRS DETERIORATION FOR ROLLING STOCK AND RAILS : გამოგონების პატენტი = Patent for invention : (11) GE P 2008 4511 B : (51) B 61 K 9/00 (IPC, 2006) /
თენგიზ ნადირაძე, გრიგორი იზბინსკი, კრისტოფერ ბარკანი, ნიკოლოზ მღებრიშვილი, მარინე ტატანაშვილი, გიორგი ნოზაძე .
- ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 2008 10 10 №19.
- გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი - 10 გვ. ; მუხლები: 1 დამოუკიდებელი. ფიგურა: 3.
- პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.
სისტემა შეიცავს მოძრავი შემადგენლობის თითოეულ გოგირწყვილთან დამონტაჟებულ უკონტაქტო მაგნიტგადამწოდებს 1.1-1.4, რომლებიც დაკავშირებულია შესაბამისი ტრიგერების 2.1-2.4 შესასვლელებთან. ტრიგერების გამოსასვლელები მიერთებულია გასაღები ელემენტების 3.1-3.4 შესასვლელებთან, რომელთა მართვის შესასვლელები მიერთებულია იმპულსების გენერატორთან 5, ხოლო მათი გამოსასვლელები მიერთებულია მთვლელების 4.1-4.4 სათვლელ შესასვლელებთან. მთვლელების მართვის შესასვლელები მიერთებულია მავალებელი ბლოკის 6 მართვის გამოსასვლელთან, ხოლო გამოსასვლელები - შედარების ბლოკის 7 პირველ შესასვლელთან, რომლის მეორე შესასვლელი მიერთებულია მავალებელი ბლოკის ძირითად გამოსასვლელთან. შედარების ბლოკის გამოსასვლელი მიერთებულია ინდიკაციის ბლოკთან 8.