სატრანსპორტო საშუალების ჰაერის ამრეკლი
= Air Deflector of the Vehicle : გამოგონების პატენტი = Patent for invention : (11) GE P 1998 1215 B : (51) B 62 D 35/00 (IPC, 2006) /
ზაზა ცინცაძე, ვალერიან ხარიტონაშვილი.
- ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 1997 10 11 # 14.
- გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი - 4 გვ. ; 2 ნახაზი.
- პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.
გამოგონება განეკუთვნება სატრანსპორტო საშუალებებს, კერძოდ, გამოიყენება სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებებში. გამოგონების ტექნიკური შედეგია ავტოსატრანპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების გაზრდა სამუხრუჭე მანძილის შემცირებით. ავტოსატრანსპორტო საშუალების ჰაერის ამრეკლი შეიცავს კაბინაზე 3 სახსრულად დამაგრებულ ეკრანს 1 ძალოვანი ცილინდრით 2, ამასთან, ძალოვანი ცილინდრის კორპუსში მოთავსებულია დაზამბარებულს და ელექტროჩამრთველით აღჭურვილი დამატებითი ჭოკი 6 თავით 7, სახსრულად დამაგრებული სახურავზე 4, ხოლო ელექტროჩამრთველი ჩართულია მიმდევრობით მეორე დამატებით ელექტროჩამრთველთან 12, რომელიც შესრულებულია სამუხრუჭო სატერფულთან 13 ურთიერთქმედების შესაძლებლობით.