სარკინიგზო, უპირატესად სწრაფმავალი თვლების რეგისტრაციის მოწყობილობა
= Arrangement for Detecting Preferably High-Speed Train Wheels : გამოგონების პატენტი = Patent for invention : (11) GE P 2000 2022 B : (51) B 61 L 1/16 (IPC, 2006) /
ნორბერტ ბრანდესი.
- ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 2000 01 10 №1.
- გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი - 25 გვ. ; მუხლები: 7 დამოუკიდებელი. ფიგურა: 3.
- პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.
მოწყობილობა შეიცავს მიკროკომპიუტერთან (MC) დაკავშირებულ სარკინიგზო თვლების მოძრაობის მიმართულებით მოთავსებულ ორ-ორ დეტექტორს (RD1-RD8), რომლებიც მიერთებულია შესასვლელ შუალედურ მაგროვებლებთან(EZS1,EZS2). თითოეული მაგროვებელი აქტივირდება აქტივაციის სიგნალებით (AS), რომელთა პერიოდი უფრო ნაკლებია, ვიდრე მოძრაობის მაქსიმალური სიჩქარის დროს თვლის სიგნალების მინიმალური დროითი წანაცვლება. მიკროკომპიუტერი იმარ- თება წყვეტის სიგნალებით(INT). ყოველი წყვეტის სიგნალის გამოჩენისას მიკროკომპიუტერი დროებით წყვეტს თვლის სიგნალის დამუშავებას, აწარმოებს შესასვლელი შუალედური მაგროვებლების რიგრიგობით გამოკითხვას და მათში მყოფი ინფორმაციის შედარებას თვლის გავლის ხდომილობით გამოწვეული წყვე- ტის დაწყებამდე მიკროკომპიუტერის შესასვლელ მაგროვებელში(ES) შენახულ ინფორმაციასთან. მიკროკომპიუტერი ადგენს ამ ინფორმაციების იდენტურობას, და, შესაბამის შემთხვევაში, შესასვლელი შუალედური მაგროვებლით ხდომი- ლობის შესახებ აქტუალური შეტყობინებებისა და მათი მიღების დროის მომენ- ტის აღმნიშვნელი სიგნალის მიღების შემდეგ აწარმოებს ინფორმაციის დამუ- შავებას.