დაბალპროცენტული ბარიტის კონცენტრატის გადამუშავების ხერხი
= Method for Treatment of Low Percent Barite Concentrate : გამოგონების პატენტი = Patent for invention : (11) GE P 1994 45(4946246) B : (51) C 01 F 11/46 (IPC, 2006) /
ვლადიმერ წვენიაშვილი, შაქრო მაჭარაშვილი, ვახტანგ გაფრინდაშვილი.
- ქ. მცხეთა: საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 1994-06-15.
- გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი - 3 გვ. ; მუხლი:1 დამოუკიდებელი.
- პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.
- გამოგონება განეკუთვნება არაორგანული ნივთიერებათა ტექნოლოგიის სფეროს და შესაძლოა იქნეს ფარმაკოკოპეინური მარკის ბარიუმის სულფატისა და ბარიტის მაღალ პროცენტული კონცენტრატის მისაღებად. გამოგონება უზრუნველყოფს დაბალპროცენტული ბარიტის კონცენტრატიდან მაღალი სისუფთავის ბარიუმის სულფატის წარმოების პროცესის გამარტივებას, ამავე დროს ძირითადი პროდუქტის მიღებას BaSO4-ის მაღალი შემცველობით. მაღალი სისუფთავის ბარიუმის სულფატის მიღება ხორციელდება დაბალპროცენტიანი ბარიტის კონცენტრატისა და ნატრიუმის კარბონატის შეცხობით 700-800 გრადუს ტემპერატურის ფარგლებში, როცა კაზმში ბარიტის კონცენტრაციისა და ნატრიუმის კარბონატის შეფარდება შესაბამისად ტოლია 5:1 მიღებული მასის გამოტუტვა ხდება 80-950-მდე გაცხელებული 2-5%-იანი ნატრიუმის სულფატის ხსნარით, შემდგომი დამუშავება კი 10-20% კონცენტრაციის გოგირდმჟავის ხსნარით.
45(4946246) ge B 1994-06-15 published Sakpatenti
არაორგანული ქიმია ნივთიერებათა ტექნოლოგია კონცენტრატი კონცენტრატების გადამუშავება ბარიუმის სულფატი ბარიტი