ჰიდროქსილამონიუმის მარილების მიღების ხერხი = Process for the Preparation of Hydroxylammonium Salts : გამოგონების პატენტი = Patent for invention : (11) GE P 2000 1935 B : (51) C 01 C10/00 (IPC, 2006) / ლეონარდუს ლეფერტსი, პეტერ არნოლდ სესილიან შევალიერი, ლამბერტუს ჰუბერტუს ვილჰელმუს მარია ვან ლიშოუტი. - ქ. მცხეთა: საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 1999 11 05 # 12. - გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი - 11 გვ. ; მუხლები: 1 დამოუკიდებელი; 6 დამოკიდებული; ცხრილი: 2.

- პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.

1. ტექნიკური შედეგი
გაუმჯობესებული აქტიურობის კატალიზატორის გამოყენებით პროცესის სელექტიურობის გაზრდა.
2. არსი
ხერხი ითვალისწინებს ნიტრატის იონების აღდგენას მჟავურ არეში პალადიუმის და პლატინის ნაწილაკების შემცველი მატარებელი ნაწილაკებისაგან შემდგარი აქტივირებული კატალიზატორის თანაობისას, სადაც ლითონის ნებისმიერ ნაწილაკში პალადიუმის და პლატინის ფარდობითი კონცენტრაცია მნიშვნელოვნად ერთნაირია,ხოლო მათი თანაფარდობა - 7:3-დან 9,9:0,1-მდე და პლატინის კონცენტრაციის სტანდარტული გადახრის აბსოლუტური მნიშვნელობა 4 %-ზე, უპირატესად კი 3 %-ზე ნაკლებია. მატა- რებელი ნაწილაკები წარმოდგენილია გრაფიტის, სილიციუმის ორჟანგისა და გააქტიურე - ბული ნახშირის სახით, ხოლო ზომები - 0,1 მკმ-დან 50 მკმ-მდე.
3.გამოყენების სფერო
ქიმიური მრეწველობა.

1935 ge B 1999-11-05 published Sakpatenti

ქიმიური მრეწველობა ჰიდროქსილამონიუმის მარილები მარილების მიღება მარილები ჰიდროქსილამონიუმი