ნატურალური აბრეშუმის ძაფის "ფიბროინი-3"-ის მიღების ხერხი აბრეშუმის წარმოების ნარჩენებისაგან
= METHOD FOR RECEPTION OF NATURAL SILK STRING “FIBROIN-3” FROM SILK MANUFACTURE WASTES : გამოგონების პატენტი = Patent for invention : (11) GE P 2012 5381 B : (51) D 01 B 7/00 (IPC, 2006) /
იზა სოფრომაძე, ზაზა მარდალეიშვილი, ნინო ღინტიბიძე, ქრისტინე ღინტიბიძე, მარინე ჭეიშვილი.
- ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 2012 01 25 №12.
- გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი - 5 გვ. ; მუხლები: 1 დამოუკიდებელი.
- პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.
ხერხი ითვალისწინებს აბრეშუმის ნარჩენების - მოკლე ბოჭკოების, ამოსახვევად უვარგისი პარკის დაჭრას, 20-50°C ტემპერატურის მქონე წყალში 10-20 წუთის განმავლობაში დაყოვნებას, შემდეგ სპილენძ-ამიაკის ხსნარში დამუშავებას 8-12 წუთის განმავლობაში, უწყვეტი ძაფის ჩამოყალიბებას და ძაფის გატარებას სამი ავზისაგან შედგენილ დანადგარში, რომელთაგან პირველში მოთავსებულია 1-4%-ის კონცენტრაციის მქონე მარილმჟავა და მასში გატარებისას ძაფს აყოვნებენ 2-4 წუთის განმავლობაში ტესტის ცისფერი შეფერილობის მიღებამდე, მეორეში - 20-80°C ტემპერატურის მქონე წყალი, ხოლო მესამეში - ცილოვანი ნივთიერება სერიცინი, მეორე და მესამე ავზებში ძაფს აყოვნებენ 10-20 წუთის განმავლობაში.