სარკინიგზო მოძრავი შემადგენლობის ღერძებისა და მოძრავი ერთეულების დათვლის მოწყობილობა
= Computing Device of Axles and Mobil Units of Railway Rolling Stock : გამოგონების პატენტი = Patent for invention : (11) GE P 1997 1214 B : (51) B 61 L 1/16 (IPC, 2006) /
მიხეილ გოგიშვილი, იოსებ როსტიაშვილი, ჯემალ კოპალეიშვილი, ნიკოლოზ მღებრიშვილი, გივი საგინაშვილი.
- ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 1997 11 10 №14.
- გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი - 6 გვ. ; ფიგურა: 1.
- პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.
გამოგონება განეკუთვნება რკინიგზის ტრანსპორტს, კერძოდ, მთვლელ მოწყობილობებს და შეიძლება გამოყენებულ იქნეს სარკინიგზო მოძრავი შემადგენლობის ღერძებისა და მოძრავი ერთეულების დასათვლელად. გამოგონების ტექნიკური შედეგია მოძრავი შემადგენლობის ვაგონებისა და არასტანდარტული ერთეულების ათვლის სიზუსტისა და საიმედოობის ამაღლება, კონსტრუქციული სიმარტივე და ფუნქციური შესაძლებლობების გაფართოება. მოწყობილობა შეიცავს პირველ მაგნიტგადამწოდს მაფორმირებლით მიერთებულს და ელემენტების პირველ შესასვლელებთან, ტაიმერთან, პირველ მთვლელთან და საგასაღებო მთვლელთან, სამ მაგნიტგადამწოდს, მიერთებულს და ელემენტების მეორე შესასვლელებთან და RS-ტრიგერების R-შესასვლელებთან, რომელთა გამოსასვლელები მიერთებულია დეშიფრატორის შესასვლელებთან. და ელემენტების გამოსასვლელები მიერთებულია ფიქსაციის ტრიგერის შესასვლელებთან, RS=ტრიგერების S=შესასვლელებთან და ან ელემენტის შესასვლელებთან, რომლის გამოსასვლელი მიერთებულია საგასაღბო მთვლელთან, ფიქსაციის ტრიგერების გამოსასვლელები მიერთებულია მეორე მთვლელის შესასვლელებთან, მეორე მთვლელის, ტაიმერის, დეშიფრატორისა და საგასაღებო მთვლელის გამოსასვლელები მიერთებულია ინდიკატორის შესასვლელებთან.