სიგარეტის ქაღალდი
= CIGARETTE PAPER : გამოგონების პატენტი = Patent for invention : (11) GE P 1997 1007 B : (51) D 21 H 27/00 (IPC, 2006) /
პოლ დევიდ კეისი, ალან ჯონ სტივენსონი.
- ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 1997 06 15 №9.
- გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი - 24 გვ. ; ცხრილი:17. ფიგურა: 4.
- პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.
გამოგონება განეკუთვნება საფეიქრო მრეწველობას და შეიძლება გამოყენებულ იქ-ნეს აბრეშუმის პარკის ამომხვევ წარმოებაში. გამოგონების ტექნიკური შედეგია ამოხვე-ული კომპლექსური ძაფის ხარისხის გაუმ-ჯობესება პარკის შეუფერხებელი მიწოდების გზით, აგრეთვე მექანიზმის გამარტივებით, მისი მუშაობის საიმედოობისა და ექს-პლუატაციის ხანგრძლიობის ზრდით. მოწყობილობაში აბრეშუმის პარკის 2 მიწოდება ხორციელდება მუდმივად მბრუნავი გადამტანი დოლით 4, რომლის ზედაპირზე განლაგებულია პარკის წამღები ჯიბეები 9. ჯიბე 9 ღია ნაწილში ჩადგმულია დოლის ზედაპირზე გათვალისწინებულ სარკმელში 8, მისი ფსკერი 10 განლაგებულია დოლის ღრუ ნაწილში და ითავსებს პარკის ბიძგარა ბერკეტს 14. მუშაობის დროს ჯიბეებს 9 მიაქვს პარკი და გადააქვს ამომხვევ ზონაში 3. ძაფის გადამტანი 24 თვითწამღებისაკენ 6 და უკან მოქანავე მოძრაობისას გადააადგილებს პარკის ძაფს თვითწამღებისაკენ და შემოახვევს მას მუშაობაში მყოფ პარკთა "თაიგულს" 29. ეს უკანასკნელი ჩაითრევს ძაფს და მუშაობაში შეიყვანს ახლად მიწოდებულ პარკს. პარკების "თაიგულის" პარკით გადაჯერების შემთ-ხვევაში მოდის ბრძანება პარკის მიწოდების შეწყვეტის შესახებ, ამასთან, ბიძგარა 14 შემობრუნდება და ჯიბიდან 9 გამოაგდებს პარკს. ამგვარად, დოლი აგრძელებს ბრუნვით მოძრაობას თავისუფალი ჯიბით, პარკის გარეშე, ხოლო პარკის მიწოდება შესაბამის თვითწამღების მუშა ზონაში წყდება.