შალისა და ვისკოზური ბოჭკოებისაგან დამზადებული ქსოვილის შეღებვის ხერხი
= METHOD FOR COLORING THE FABRIC MADE OF WOOLEN AND VISCOSE FIBERS : სასარგებლო მოდელის პატენტი [ = Patent for utility model] : (11) GE U 2006 1304 Y : (51) D 06 P 1/00 (IPC, 2006) /
ელიზავეტა ბუაძე, ია ხურცილავა, სოფიო ჟორჟოლიანი.
- ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 2006 11 27 #22.
- სასარგებლო მოდელზე პატენტის სრული ტექსტი - 3 გვ. ;
- პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.
ხერხი ითვალისინებს შესაღები ქსოვილის წინასწარ დამუშავებას აბაზანაში 45 °C ტემპერატურაზე სამ ეტაპად, ათ-ათი წუთის განმავლობაში ამონიუმის სულფატის, შემდეგ 30%-იან ძმარმჟავასა და 1:2 კომპლექსურ მჟავურ ლითონშემცველ საღებარიან ხსნარებში, საღებავი ხსნარის ტემპერატურის აწევას 90-97°C -მდე 30 წთ-ის და ამავე ტემპერატურაზე ქსოვილის ღებვას 60 წთ-ის განმავლობაში, აბაზანის გაცივებას 40°C -მდე 20 წთ-ის და შეღებილი ქსოვილის რეცხვას თბილი წყლით 30 წთ-ის განმავლობაში. ქსოვილის წინასწარი დამუშავებისას გამოყენებულია ამონიუმის სულფატი - 15 გ/ლ, 30%-იანი ძმარმჟავა -ქსოვილის მასის 1,5% და 1:2 კომპლექსური მჟავური ლითონშემცველი საღებარი - ქსოვილის მასის 3%.