მოწყობილობა სამკურნალო საშუალების უშუალოდ კანზე მიწოდებისათვის
: გამოგონების პატენტი = Patent for invention : (11) GE P 2012 5717 B : (51) A 61 F13/00 (IPC, 2006) /
რობერტ, გ. კონვეი, ტომას მ. როსი, აგის კიდონეუსი.
- ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 2012 12 25 №24.
- გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი - 38 გვ. ; მუხლები: 2 დამოუკიდებელი; 32 დამოკიდებული; ფიგურა: 1.
- პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.
მოწყობილობა შეიცავს: ა) აქტიური ინგრედიენტის (AI) შრეს, რომელსაც აქვს კანთან კონტაქტის მქონე ზედაპირი და კანთან კონტაქტის არმქონე ზედაპირი, და რომელიც შეიცავს აქროლად კომპონენტს; ბ) ანტიადჰეზიურ შრეს, რომელიც ესაზღვრება კანთან კონტაქტის მქონე AI შრის ზედაპირს, შეუღწევადია აქროლადი კომპონენტისათვის და მისი პერიმეტრი ყველა მიმართულებით სცილდება AI შრის პერიმეტრის ფარგლებს; და გ) ზედა შრეს, რომელიც შეიცავს დაწოლისადმი მგრძნობიარე ადჰეზიურ მასალას (PSA), რომელიც ესაზღვრება კანთან კონტაქტის არმქონე ზედაპირს და მისი პერიმეტრი ყველა მიმართულებით სცილდება AI შრის პერიმეტრის ფარგლებს. ამასთან, ანტიადჰეზიური შრე და ზედა შრის PSA მიწებებულია ერთმანეთთან AI შრის მთელ პერიმეტრზე და წარმოქმნის საიზოლაციო შრეს, რომელიც ამცირებს ან თავიდან აცილებს AI შრიდან აქროლადი კომპონენტის დანაკარგს.
5717 ge B 2012-12-25 published Sakpatenti
არმაკოლოგია კოსმეტოლოგია კანი სამკურნალო საშუალება