ციტრუსოვანთა ნაყოფებისაგან ექსტრაქტების მისაღები მოწყობილობა = Device for Production of Extracts from Citrus : გამოგონების პატენტი = Patent for invention : (11) GE P 1996 323(1823880) B : (51) C 11 B 9/02 (IPC, 2006) / გიორგი ჭანკოტაძე, გალაქტიონ ახვლედიანი, ოთარ ცინცაძე. - ქ. მცხეთა: საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 01.06.1996 # 2. - გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი - 3 გვ. ; 1 ფიგურა.

- პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.

გამოგონება განეკუთვნება კვების მრეწველობას, კერძოდ, ციტრუსოვანთა ნაყოფისაგან ეთერზეთოვანი ნედლეულის მისაღებ მოწყობილობებს.
გამოგონების ტექნიკური შედეგია ტექნოლოგიური შესაძლებლობების გაფართოება მომზადების დროის ერთდროული შემცირებით.
მოწყობილობა შეიცავს კორპუსს, მასში მოთავსებული პერფორირებული დოლით, რომლის შიდა ზედაპირი ცხაურიანია, მასში მოთავსებულ ვერტიკალურ ლილვს პერფორირებული დისკოთი მასზე ნაყოფების მოსათავსებლად, ჩასატვირთ და განმტვირთავ სამარჯვებს. მოწყობილობის მუშაობის პროცესში ერთდროულად წარმოებს ციტრუსოვანთა ნაყოფისაგან კანის, ცედრის შემოცლა, დაქუცმაცება და სპირტიან სითხეში დაყოვნება.

323(1823880) ge B 1996-06-01 published Sakpatenti

კვების მრეწველობა ეთერზეთები ექსტრაქტები ციტრუსი