შაქრის წვენის დამუშავების ხერხი
= Device for Treating Sugar Juice : გამოგონების პატენტი = Patent for invention : (11) GE P 2001 2569 B : (51) A 23 L 2/30 (IPC, 2006)
გიორგი ბიბილეიშვილი, ალექსი მირიანაშვილი, ვასილ ბიბილეიშვილი.
- ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 2001 11 26 # 21.
- გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი - 5 გვ. ; ცხრილი: 1.
- პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.
1.ტექნიკური შედეგი შაქრის წვენის გაწმენდის მაღალი ხარისხი, წვენის მაღალი გამოსავლიანობა, მიღე- ბული პროდუქტის თვითღირებულების შემცირება და გაწმენდის ტექნოლოგიური პროცესის გამარტივება. 2. არსი: ხერხი ითვალისწინებს 90-102 C-მდე მრავალჯერადად გაცხელებული წვენის გაწმენდას დეფეკაციით, ორჯერადი სატურაციით, მრავალჯერადი ფილტრაციითა და სულფიტაციით, წვენის შესქელებას აორთქლებით, წვენის დადუღებასა და შაქრის კრისტალიზაციას, ამასთან, წვენის გაწმენდა ხდება 20-30 C -ის დროს პატრონული ფილტრაციით 0,01-0,02 მპა წნევით, ტანგენციალური მიკროფილტრაციით 0,01-0,3 მპა წნევით და არანაკლებ ერთჯერადად - ულტრაფილტრაციით 0,3-1 მპა წნევის დროს, ხოლო წვენის შესქელება 35-40% მშრალი ნივთიერებების შემცველობამდე ხორციელდება ნანოფილტრაციით 35-40° C-ის დროს. 3. გამოყენების სფერო: კვების მრეწველობა.