სტირლინგის ორმაგი მოქმედების ოთხცილინდრიანი ძრავა
= DOUBLE-ACTING FOUR-CYLINDER STIRLING ENGINE : გამოგონების პატენტი = Patent for invention : (11) GE P 2012 5580 B : (51) F 01 B 9/06 (IPC, 2006) /
გუგუ კიკნაველიძე.
- ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 2012 07 25 #14
- გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი - 10 გვ. ; მუხლები: 1 დამოუკიდებელი ფიგურა: 5
– პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.
ძრავა შეიცავს საერთო კორპუსზე დამაგრებულ ცილინდრებს 1, დგუშებს 2 ჭოკებითა 3 და გორგოლჭებით 4, დგუშის უკუქცევით-წინსვლითი მოძრაობის ლილვის ბრუნვით მოძრაობაში გარდამქმნელ მექანიზმს შესრულებულს ძალური ჩაკეტვის მუშტა მექანიზმის სახით. მუშტა 8 საერთოა ოთხივე ცილინდრისთვის, რომლებიც განლაგებულია მუშტას ღერძის მიმართ ერთ მართობულ სიბრტყეში რადიალურად და თანაბრად, მუშტას პროფილის თითოეული უბნის შესაბამისი კუთხით, რომლის სიდიდეც მისი ქიმების რაოდენობის უკუპროპორციულია, ხოლო პროფილი შესრულებულია ისე, რომ უზრუნველყოს დგუშის დაყოვნება მკვდარი წერტილების ზონებში.