კაზმი და ხერხი სპილენძის და წიდის მისაღებად = Charge and Method for Copper and Slag Production : გამოგონების პატენტი = Patent for invention : (11) GE P 2004 3391 B : (51) C 22 B 15/00 (IPC, 2006) / თამაზ გაბადაძე, ნანა დევიძე. - ქ. მცხეთა: საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 2004 11 25 # 22. - გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი - 4 გვ. ; მუხლები: 3 დამოუკიდებელი.

- პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.

1.ტექნიკური შედეგი
ტექნოლოგიური პროცესის გამარტივება და ენერგოდანახარჯების შემცირება.
2. არსი
კაზმი შეიცავს სპილენძის სულფიდურ კონცენტრატს და დანამატის სახით მანგანუმის შემცველ მადანს, ან კონცენტრატს, ან ოქსიდს, ან ნარჩენს, ამასთან მანგანუმის რაოდენობა კაზმშიც და ამ კაზმიდან მიღებულ წიდაშიც 3,5-ჯერ აღემატება რკინის რაოდენობას. სპილენძის და წიდის მისაღებად კაზმის თერმულ დამუშავებამდე მანგანუმის შემცველი კომპონენტის შეტანას ახდენენ სპილენძის სულფიდური კონცენტრატიდან წინასწარი გამოწვით გოგირდის მოცილების შემდეგ. მიღებული წიდა შეიცავს კომპონენტებს შემდეგი თანაფარდობით, მას.%:
მანგანუმის ოქსიდი 70-80
რკინის ოქსიდი 17-20
სილიციუმის დიოქსიდი დანარჩენი
3. გამოყენების სფერო
მეტალურგია.

3391 ge B 2004-06-10 published Sakpatenti

მეტალურგია კაზმი სპილენძი წიდა ფერადი ლითონები პირომეტალურგია