ლიგატურა = Alloying Composition : გამოგონების პატენტი = Patent for invention : (11) GE P 1998 1117 B : (51) C 22 C 35/00 (IPC, 2006) / ვალერი გელენავა, ირაკლი ბაირამაშვილი, გიორგი კალანდაძე. - ქ. მცხეთა: საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 15.07.97 # 11. - გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი - 3 გვ. ; მუხლები: 2 დამოუკიდებელი; ცხრილი: 1.

- პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.

გამოგონება განეკუთვნება მეტალურგიის დარგს, კერძოდ, შენადნობებს და შეიძლება გამოყენებულ იქნეს ატომური ტექნიკისათვის გამოსადეგ მასალებში. გამოგონების ტექნიკური შედეგია ატომურ ტექნიკაში გამოყენებულ შენადნობებში ფიზიკურ-მექანიკური და ბირთვული თვისებების გაუმჯობესება.
გამოგონების არსია ის, რომ ლიგატურა შეიცავს იზოტოპ B-10-ით(10B) გამდიდრებულ ბორს, ფუძის სახით რკინას და მინარევებს კომპონენტების შემდეგი თანაფარდობით, მას.%:
ბორი გამდიდრებული იზოტოპ ბორ-10-ით(10B) 1,5,20,5
მინარევები 0,3,0,5
ფუძე (რკინა) დანარჩენი
ხოლო ფუძის სახით ნიკელის შემცველი ლიგატურა შეიცავს იზოტოპ B-10-ით(10B) გამდიდრებულ ბორს და მინარევებს კომპონენტების შემდეგი თანაფარდობით, მას.%: ბორი, გამდიდრებული იზოტოპ ბორ-10-ით(10B) 1,5,20,5
მინარევები 0,3,0,5
ფუძე (ნიკელი) დანარჩენი
ამასთან, ლიგატურა ორივე შემთხვევაში შეიცავს ბორს, გამდიდრებულს იზოტოპ ბორ-10-ით არანაკლებ 40 ატ.%.

1117 ge B 1997-07-15 published Sakpatenti

მეტალურგია შენადნობები ატომური ტექნიკა