ელექტროქიმიური რეაქტორი
= Electrochemical Reactor : გამოგონების პატენტი = Patent for invention : (11) GE P 1998 578 B : (51) C 25 C 7/00 (IPC, 2006) /
ჯონდო გველესიანი, ცისანა გაგნიძე, თამაზ ლეჟავა.
- ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 29.01.1997 N 1.
- გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი - 9 გვ. ; 4 ფიგურა.
- პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.
გამოგონება განეკუთვნება ფერადი მეტალურგიისა და ქიმიური მრეწველობის დარგს და შეიძლება გამოყენებულ იქნეს პოლიმეტალური ნედლეულის კომპლექსური გადამუშავებისათვის. გამოგონება იძლევა სხვადასხვა სახის პოლიმეტალური ნედლეულის ჰიდროელექტრომეტალურგიული გადამუშავების გაუმჯობესების და უწყვეტი პროცესის განხორციელების საშუალებას. ელექტროქიმიური რეაქტორის სწორკუთხედის ფორმის ანოდური ნაკვეთური განლაგებულია რეაქტორის შუა ნაწილში, ხოლო კათოდური ნაკვეთური _ მის გარშემო თხელ ფენად მთელ პერიმეტრზე. შევიწროვებული და გაგრძელებული კათოდური ნაკვეთური, მისი ერთ ადგილზე გადატიხვრის მეშვეობით და კათოლიტის მიწოდებით ტიხრის ერთ მხარეს და გაყვანით მეორე მხარეს, განაპირობებს კათოლიტიდან სასარგებლო კომპონენტების მაქსიმალურ ამოღებას. ანოდური ნაკვეთურის დაყოფა უჯრედებად გამჭოლი ტიხრების მეშვეობით და უჯრედებში სუსპენზიური ანოლიტის ინტენსიური მორევა განაპირობებს ანოდური პროდუქტების მაქსიმალურ გამოყენებას და ნედლეულის კომპონენტების ხსნად ფორმაში გადაყვანის მაღალ ხარისხს.
578 ge B 1997-01-29 published Sakpatenti
ფერადი მეტალურგია ქიმიური მრეწველობა პოლიმეტალური ნედლეული კომპლექსური გადამუშავება ელექტროქიმია რეაქტორი