შექსპირი, უილიამ, 1564-1616

ოტელო. ვენეციელი ზანგი : ხუთმოქმედებიანი ტრაგედია / ივანე მაჩაბლის ნათარგმნი ინგლისურიდამ. - ტფილისი, 1888 (тип. Е. Хеладзе). - 138, [II]გვ.

თავფურცელზე: „ი. გრიშაშვილი. სულიკო. 124“.
გვ. 4. „მოქმედ პირებში“, ხაზგასმულია „მთავარი ვენეციისა“ და მიწერილია: „დოჟი-ვენეციისა“, ვ. გუნიას და ივ. ჯაჯანაშვილის თარგმნით – 1885 წ“.
გვ. 7. ხაზგასმულია: „სქელ-ტუჩამ“ და მიწერილია: „ივ. ჯაჯანაშვილის თარგმანში „ლაშებიანია“ ი. გრ“.
გვ. 8. ხაზგასმულია: „რაო, რა მოხდა?“ და მიწერილია: „ივ. ჯაჯანაშვილის თარგმანში – „რაშია საქმე?“ სტრიქონს: „თორემ სატანა, საცა არის შვილი-შვილს შეგძღვნით!“ მიწერილი აქვს: „თორემ ეშმაკი პაპათ გაქცევთ“ ივ. ჯაჯანაშვილის თარგმნით“.
გვ. 15. ხაზგასმულია: „თორემ“ და მიწერილია: „თვარემ (ლირში)“.
გვ. 16. მეორე სტრიქონთან მიწერილია: „ჩემი როლი რომ ბრძოლა ყოფილიყო, დამერწმუნეთ, უსუფლიოროდ შევასრულებდი. საით გინდათ წამოგყვეთ“. ივ. ჯაჯანაშვილის თარგმანით“.
გვ. 20. ხაზგასმულია: „სიტყვა-პასუხი მკვახე მაქვს და კაზმულ ლაპარაკს ...მოკლებული ვარ“ და მიწერილია: „მე ტლანქი ვარ სიტყვებში... ხუჭუჭი და ტკბილი სიტყვების ნიჭი არა მაქვს“ ივ. ჯაჯანაშვილისა და ვ. გუნიას თარგმანით“. ხაზგასმულია: „და ვგონებ ჩემ თავს დამცველად ვერ გამოვადგები, უბრალო ენით და სიტყვების შეუხამებლად“, მიწერილია: „პირდაპირ და უხრიკოდ. (ივ. ჯაჯანაშვილი)“.
გვ. 22. ხაზგასმულია: „ჩემგან გამოვლილ ჭირთათვის მან მე შემიყვარა, მე შევიყვარე ჩემთა ჭირთა თანაგრძნობისთვის და მიწერილია: „დეზდემონამ მე ტანჯვისათვის შემიყვარა და მეც ამ თანაგრძნობისთვის“ ი. ჯაჯანაშვილის თარგმნით“.
გვ. 27. ხაზგასმულია: „მამას უმუხთლა და უფრთხილდი, შენც არ გიმუხთლოს“, მიწერილია: „თვალყური ადევნე, ზანგო, დეზდემონას, მაგან მშობელი მამა მოატყუა, შესაძლებელია შენც მოგატყუოს“. ი. ჯაჯანაშვილის თარგმნით“.
მეორე ცალის ფორზაცზე ხელწერა: „ვალერ. გუნია.“
თავფურცელზე: „სუფლიორისათვის. ვალერ. გუნიას მიერ“.
გვ. 3. წერია: „უილიამ შექსპირის – „ოტელო“ – ქართული სცენისთვის შემოკლებული ვალერიან გუნიას მიერ“.
მესამე ცალის თავფურცელზე: „ი. გრ. ვიყიდე 1947. 14/VI აკადემიის წიგნის მაღაზიაში“.
მეშვიდე ცალის კანზე უწინდელი მფლობელის ხელწერა: „გიორგიძე. Г. Гамдлишвили“.
მეათე ცალის თავფურცელზე ყოფილი პატრონის ხელწერა: „ს. ჯუღელი. 6/VI–902 წ“.
გვ. 24. მოხაზულია მონოლოგები და მიწერილია: „ეს ადგილი ლექსადაა. ი. გრ“.


ლიტერატურა ინგლისური ლიტერატურა

821.111-21