ელექტრომაგნიტური ვიბროამგზნები
= Electromagnetic Vibroexciter : გამოგონების პატენტი = Patent for invention : (11) GE P 2003 3107 B : (51) H 02 K 33/14 (IPC, 2006) /
ნუგზარ ქსოვრელი, რობიზონ ქსოვრელი.
- ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 2003 10 27 # 20.
- გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი - 7 გვ. ; მუხლები: ფიგურა: 1.
- პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.
1.ტექნიკური შედეგი მოწყობილობის ენერგეტიკული და საექსპლუატაციო მახასიათებლების გაუმჯობესება სიმ- ძლავრის კოეფიციენტის გაზრდისა და რხევების ამპლიტუდის რეგულირების გზით. 2.არსი ელექტრომაგნიტური ვიბროამგზნები შეიცავს სტატორს 3 თანაბრად განაწილებული პოლუ- სების 5 მქონე ღეროებით 4 და ცვლადი დენის გრაგნილების კოჭებით, რომლებიც შესრუ- ლებულია კვების წყაროსთან მიერთებული ორი პარალელური შტოს 6-1 და 6-2 სახით, და ღუზას 11. ღუზის ღეროების 12 პოლუსების 13 რიცხვი სტატორის ღეროების პოლუსების რიცხვის ტოლია. ღუზის ღეროების პოლუსები შესრულებულია ორი ჯგუფის სახით, რომლე- ბიც გადანაცვლებულია ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით ღუზის სიმეტრიის ღერძის მიმართ ღეროს პოლუსის სიგანის ნახევარზე. ღუზის ღეროების პოლუსები აღჭურვილია მუდმივი დენის გრაგნილების კოჭებით, რომლებიც ქმნის ცვლად-პოლუსურ სისტემას და შესრულებულია ორი პარალელური შტოს 15-1 და 15-2 სახით, რომელთაგან თითოეული შედ- გება მიმდევრობით შეერთებული კოჭებისაგან და მიერთებულია კვების წყაროსთან. 3.გამოყენების სფერო ელექტროტექნიკა.