აღგზნების უკონტაქტო სისტემა
= Non-Contact Excitation System : გამოგონების პატენტი = Patent for invention : (11) GE P 1995 190 B : (51) H 02 K 17/44 (IPC, 2006) /
ბესიკ ცანავა, შოთა ლუტიძე, კოტე წერეთელი.
- ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 1995 01 09 #2.
- გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი - 4 გვ. ; მუხლები: ფიგურა: 1.
- პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.
მოწყობილობა განეკუთვნება ელექტროტექნიკას და შესაძლოა გამოყენებულ იქნას ასინქრონული გენერატორების უკონტაქტო აღგზნებისათვის. გამოგონების ტექნიკური შედეგია სისტემის ავტონომიურობა. გენერატორის ლილვის ბრუნვის სიჩქარის ცვალებადობის პირობებში გენერატორის გამოსასვლელი ძაბვის სიხშირის სტაბილურობა, აღმგზნების რეაქტიული სიმძლავრის სიმცირე, აგრეთვე გენერატორის გამოსასვლელი ძაბვის ამპლიტუდისა და სიმძლავრის კოეფიციენტის რეგულირების საშუალება. აღმგზნები შესრულებულია ასინქრონული გენერატორის სახით, როტორის M - ფაზა გრაგნილით, რომელიც ელექტრულად დაკავშირებულია ძირითადი გენერატორის როტორის გრაგნილთან, ხოლო სტატორის გრაგნილი სიხშირის გარდამქმნელის საშუალებით მიერთებულია მუდმივი დენის წყაროსთან, ამასთან, სიხშირის გარდამქმნელის შესასვლელი დაშუნტებულია კონდენსატორის ბატარეით.