TY - BOOK AU - ნიტი, ენდრიუ სიმონ ED - საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - საქპატენტი TI - სინათლის წყარო PY - 0000///პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (452013/// 02 25 #4 CY - ქ. მცხეთა PB - საქპატენტი KW - სინათლე KW - ლამპა KW - მიკროტალღური KW - გამოსხივება N1 - - პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე N2 - ლამპა შეიცავს სინათლის წყაროს შუქგამომსხივარი რეზონატორის სახით (1), მაგნეტრონსა (2) და მათანხმებელ შლეიფს (3). რეფლექტორი (4) დაყენებულია სინათლის წყაროსა და მათანხმებელი შლეიფის შეერთების ადგილზე კოლიმირებული სინათლის სხივის (5) ფორმირებისათვის. შუქგამომსხივარი რეზონატორი შეიცავს გარსს (11), რომელიც წარმოქმნილია კვარცის შიგა და გარე გარსებისაგან (12, 13). ისინი წარმოადგენენ მრგვალ ცილინდრულ მილებს (14, 15) შესაბამისი ნაპირა ფირფიტებით (16, 17). ვოლფრამის მავთულის ბადე (18), რომლის უჯრედის ზომა ხელს უწყობს რეზონატორის შიგნით მიკროტალღებისათვის დამიწებული ეკრანის შექმნას, განთავსებულია მილებსა და ნაპირა ფირფიტებს შორის. მილისა და ფირფიტისაგან შედგენილი თითოეული გარსი ჰერმეტულია. მაერთებელი კორპუსზე (18') გამოდის ბადიდან გარსის ფარგლებს გარეთ. გარსის სიგრძე ღერძული მიმართულებით, მავთულის ბადეს შორის, რომელიც ჩაჭერილია ნაპირა ფირფიტებს შორის, შეადგენს λ/2 მიკროტალღის სამუშაო სიხშირისათვის. გარსის ერთ ბოლოზე მოლიბდენის მიმყვანი მაერთებელი 19 გადის ვოლფრამის დისკოსთან (20). ის გარსის ღერძის A განივად არის განლაგებული 1/16 λ მანძილზე ბადიდან გარსის ბოლოს. გარსი შევსებულია პლაზმის ამგზნები მასალით, მაგალითად, კეთილშობილ აირში ლითონის ჰალოგენის პორციით. დისკო მოქმედებს როგორც ანტენა და ის მოქმედებაში მოჰყავს მაგნეტრონს (2) მათანხმებელი სქემის (3) მეშვეობით UR - http://www.sakpatenti.gov.ge/ka/search_engine/search/1/ ER -