გადახურვის წინასწარდაძაბული სივრცითი კონსტრუქცია = Prestressed Surface Space Design : გამოგონების პატენტი = Patent for invention : (11) GE P 2001 2562 B : (51) E 04 B 7/14 (IPC, 2006) / ივანე მანჯგალაძე, ინგუშა მშვენიერაძე, ბიჭიკო სურგულაძე, შალვა ქვარცხავა. - ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 2001 10 25 №19. - გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი - 9 გვ. ; ფიგურა: 8.

- პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.

კონსტრუქცია შეიცავს მალის გასწვრივ განთავსებულ ნივნივურ წამწეებს 1 და მათ შორის (პარალელურად) - ნახევარწამწეებს 2, ბიჯის გასწვრივ განთავსებულ მაკავშირებელ მზიდ წამწეებს 3, კეხის კვანძებს შორის - მაკავშირებელ წამწეს 3, საკოჭს 4, რომელიც შესრულებულია შეკრული კონტურით და გატარებულია დიაგონალურად (ჯვარედინად) და მაკავშირებელი მზიდი წამწეების 3 ქვეშ. კონსტრუქცია კუთხის ვერტიკალური შეერთების ჩამკეტი კვანძების ნივნივური წამწეების ზედა სარტყლთან მიერთების ადგილზე ან ნივნივური წამწეების ქვედა სარტყლთან მიერთების ადგილზე აღჭურვილია ამ ადგილებზე სახსრულად დამაგრებული და თარაზულად ან ვერტიკალურად განლაგებული საკოჭის ბლოკებით 5 და 6, კონსტრუქციის დამჭიმი მოწყობილობები 7 მოთავსებულია საკოჭის 4 დიაგონალური უბნების გადაკვეთის ადგილზე და მაკავშირებელი მზიდი წამწეების 3 შუა კვანძებში.

2562 ge B 2001-06-11 published Sakpatenti

მშენებლობა კონსტრუქცია გადახურვა კვანძი