TY - BOOK AU - ლორთქიფანიძე,კირილე AU - ბარათაშვილი,ნიკოლოზ AU - ჭავჭავაძე,ილია AU - წერეთელი,აკაკი TI - ჩონგური: ნ. ბარათაშვილის, ილ. ჭავჭავაძის, აკ. წერეთლისა და სხვა მწერლების ლექსების კრება PY - 1864/// CY - პეტერბურღი KW - ლიტერატურა KW - ქართული ლიტერატურა KW - ქართული პოეზია KW - ქართული ლექსები N1 - წიგნი ჩასმულია ლიდერინის ყდაში, ყდაზე დაწებებულია წიგნის კანი. თავფურცელზე ყოფილი პატრონის ხელწერა? „კ՜ზ ზაქარია ანდრონიკოვის წიგნებიდან“. ფორზაცზე წერია: „ი. გრიშაშვილის შენიშვნებით“. იქვე: „ნ. ბარათაშვილის ერთ ლექსს რათ ჰქვიან „ფანტაზია“, გვ. 78; იხ. სარჩევის სხოლიო; ილიას ლექსის პირველი ვარიანტი, გვ. 67“. გვ. 17. ნეკრასოვის პოემაში „პოეტი და მოქალაქე“ ხაზგასმულია: „გვეყოფა თითქმის პოეტებიცა, გვეჭირება კი მოქალაქები“. არშიაზე მიწერილია: „გვეყოფა თითქმის პოეტებიცა, ეხლა გვჭირია მოქალაქენი.“ გვ. 19. ამავე პოემაში ხაზგასმულია: „პეგასი“, მიწერილია: „მერანი“. გვ. 23. ტექსტის ბოლოს მინაწერი: „თარგმანი კირილე ლორთქიფანიძისა. [თომა კარგარეთელი]. ფსევდონიმი. (იხ. „სანთური“). გვ. 30–32. აბ. მაჩაბლის ლექსში „კალამი“ გასწორებულია შეცდომით დაბეჭდილი სიტყვა „მთვარად“, მიწერილია: „მთავრად“. ლექსის ბოლოს მიწერილია: „აბრამ თუ აბელ?? ი. გრ.“ გვ. 33. ი. ჭავჭავაძის „ქართვლის დედას“ მიწერილი აქვს: „აქ. პირველად იბეჭდება“. ლექსში გასწორებულია კორექტურული შეცდომები. აქვე, უცნობის ხელით აღდგენილია ცენზურის მიერ გამოტოვებული სიტყვები 24-ე სტრიქონში: „ერთობას, თავისუფლებას“. გვ. 63. ნ. ბარათაშვილის „ბედი ქართლისა“-ს სტრიქონის „მადლობა, ღმერთო, შენსა განგებას“ შემდეგ მრავალწერტილს მიწერილი აქვს: „გამოტოვებულია ბევრი, 15 სტრიქ.“ გვ. 64–65. ამავე პოემაში ორგან აღდგენილია ცენზურის მიერ გამოტოვებული სტრიქონები. გვ. 67. ილ. ჭავჭავაძის „ელეგიის“ ბოლო სტრიქონში „როსღა გვექნება ჩვენ გაღვიძება“ ხაზგასმულია სიტყვა: „გვექნება“, მიწერილია: „ილია ჭ-ძის პირველი ვარიანტი. ამ ნაკლზე პირველად მიუთითა ლ. არდაზიანმა (იხ. „ცისკარი“, 1861, № 7, გვ. 151) გ. ბარათაშვილის ფსევდ. ილიამ შემდეგში გაასწორა: „გვეღირსოს“. გვ. 101. გრ. ორბელიანის „ლოთურ მუხამბაზში“ მე-4 სტრიქონში სიტყვა „არა“ შეცვლილია სიტყვით „არას“. გვ. 103. ამავე ლექსის ბოლოდან მესამე სტრიქონში ამოგდებულია სიტყვა: „რამა“. გვ. 121. ა. წერეთლის ლექსში „გლეხის აღსარება“ აღდგენილია ცენზურის მიერ ამოღებული სიტყვები მე-8 სტრიქონში: „წამწყმედო, ვიცი არა ცხონდები“. გვ. 146. ი. ჭავჭავაძის „კაკო ყაჩაღში“ აღდგენილია ცენზურის მიერ ამოღებული სტრიქონები: „გლეხკაცის და ყმის უბრალო ბედი ვერა, ვერ გასძლებს ბატონის ხელში!“ გვ. 150. რ. ნიკოლაძის ლექსს „ყველანი ძმები ვართ“ ბოლოში მიწერილი აქვს: „კ. ლორთქიფანიძე“ ER -