თ. ალექსანდრე ჯამ.-ორბელიანის ნაწერი და ოთხი ლექსი თ. ვახტანგ ვახტანგის-ძის ორბელიანისა /
ალ. ჯამ.-ორბელიანი, ორბელიანი, ვახტანგ.
- ზ. ჭიჭინაძის გამოცემლობა, 1879
- 274 გვ. ; 19 სმ.
ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმის კატალოგი. ყდაში ჩასმულია ი. გრ. მიერ. ყდის მე-2 გვერდზე დაკრულია ფოტოსურათი წარწერით: „ალექსანდრე ორბელიანი (1801–1869)“. ფორზაცზე: „ჩემი ბიბლიოთეკისაა. ი. გრ.“ იქვე: „ნუზლი, გვ. 146; ნ. ბარათაშვილზე, გვ. 252; ქართული ენის ქება, გვ. 240.“ თავფურცელზე: „მირზაჯანზე, გვ. 155“. გვ. 55. ხაზგასმულია: „ავ“აშანი“, მიწერილია: „ავშანი?“. გვ. 133. ჩამატებულია: „სტეფანე მდივანოვმა“ და სქოლიოში წერია: „ასე იყო პირველად, რომ „ცისკარში დაიბეჭდა ეს წერილი (იხ. „ცისკ.“, 1858, IX, გვ. 57) ი. გრ.“ გვ. 136. ბოლოში: „ბეთანიის მონასტერ“-თან მიწერილია: „აქ ვრცელი შენიშვნა ჰქონდა პირველად რომ დაიბეჭდა ეს წერილი (იხ. „ცისკ.“, 1858, № 9 გვ. 61)“. გვ. 155. ხაზგასმულია: „მ. მ. რა კაცი იყო..“... მიწერილია: „მირზაჯან მადათოვი. (იხ. წ. კ. ხელთ. 1569 ბ)“ გვ. 159. ხაზგასმულია აბზაცი და მიწერილია: „ტოლუბაში – მირზაჯან“. გვ. I. ხელისმომწერლების სიაში ხაზგასმულია: „დავით ქობულოვი“, მიწერილია: „ამ დავითს ჰყავდა ალ. ორბ-ს ქალი დარია. ი. გრ.“ წიგნში დევს ქაღალდის 3 ნაჭერი მინაწერებით: 1. „ვახტანგ ორბელიანიც გარდაიცვალა 68 წლისა. ალექსანდრე ორბელიანი დაიბადა 1801 წ. გარდაიც. 1869 წ. 13 დეკემბერს. (68 წლისა გარდაიცვალა). ნეკროლოგი „მნათობი“, 1869 წ., ნოემბ. და დეკემბერი. იგი იყო მეფის ირაკლის ასულის თეკლეს შვილი, ალექსანდრეს მამა ვახტანგი მოჰკლეს 1809 წელს მგონი. დაკრძალულია სიონში. ჯარბი – მძვინვარე გველი. 2. ალ. ორბელიანის ლექსი „რუსთაველს“ დაბეჭდილია „ცისკარი“, 1853 წ., № 1, გვ. 3. 3. ალ. ორბელიანზე იხ. აკაკის მოგონება: აკაკი, სახელგამის გამოც. ტ. I. გვ. 84. და კერძო წერილი ნ. ავალიშვილისა“.