ალექსი : ზღაპარი /
აკაკი წერეთლისა.
- 1880.
- (129-154)გვ. : 23სმ.
ჟურნ. "ივერიიდან" ცალკე ამონაბეჭდი კანზე: „სად დაიბეჭდა: 1. „მნათობი“, 1869, ნოემბ.-დეკემბ. დაიბეჭდა I და II თავი. 2. „მნათობი“, 1870 იანვ. 3. „დროება“, 1876. № 56, 59, III, IV და V თ. 4. „ივერია“, 1880, № 1. (სრულად.) 5. ცალკე წიგნად 1880 (II წიგნი) – (სრულად). 6. „კრებულში“, 1898, № 10 (სრულად.) 7. ცალკე წიგნად 1910. („ცოდნა“). 8. „ნაკადული“, 1908 წ., (მოზარდ.) № 11. 9. იხ. „ჩვენი ძველი მწერლობა და ხალხური პოეზია“ ს. გორგაძისა, გვ. 21. (შემოკლებით). 10. ხელნაწერი – არა აკაკის ხელით № H:1595“. გვ. 132. ჩამატებულია „სხვაც არა ჰქონდა მას სადარდელი“ მინაწერით: „მგონი აკლია“(?) გვ. 133. სტრიქონს „გამვლელ-გამომვლელს „კუსკუს“ ძახილით“ აქვს შენიშვნა: „1910 წლის გამოცემა მასში „გუ-გუა“. „კრებულშიც“ ასეა: 1898, № 10.“ გვ. 134. სტრიქონთან „ბულბულის გულსა მწველ ცეცხლს უდებდა“ მიწერილია: [„ბულბულის გულსა] ცეცხლს უკიდებდა.“ გვ. 135. ხაზგასმულია სტრიქონები და არშიაზე მიწერილია: „ოთხი სტრიქონი წითელი ხაზი რომ უსვია ცენზორმა არ გაუშვა და ის გამოტოვებულია „მნათობში“, 1870, № 1, გვ. 75“. გვ. 134, 136, 137, 138 ტექსტი მთლიანად მოხაზულია და მიწერილია: „ს. გორგაძეს არა აქვს.“ გვ. 143. სტრიქონებში: „ძილი დაუფრთხათ ტკბილი მაგარი ამ ხმაურობით პატარა კრავებს.“ გადანაცვლებულია სიტყვები: „დაუფრთხათ ძილი, მაგარი ტკბილი პატარა კრავებს ამ ხმაურობით!“ იქვე მინაწერი: „ეს ჩვენ გავასწორეთ. ი. გრ.“. „შესწორებულია. იხ. „დროება“, 1876, № 56.“ წიგნში ბევრია კორექტურული ხასიათის შესწორებები. როგორც ჩანს, წიგნი წარმოადგენს სარედაქციო ცალს. ეს პოემა ი. გრ. რედაქციით შევიდა ა. წერეთლის თხზულებათა სრული კრებულის მე-3 ტომში. თბ., სახელგამი, 1940, გვ. 361–379. 4501–4503. [წერეთელი] ა. ალექსი. (ზღაპარი ყმაწვილებისათვის). ტფ., 1910. ხელნაკეთ კანზე: „ი. გრიშაშვილი. ააწყეთ. ი. გრ. 1940. 2/II“. თავფურცელზე: „აქედან აიწყოს. ი. გრ.“ ტექნიკური რედაქცია და კორექტურული შესწორებანი ი. გრ. ხელითაა.