ლექსნი კ. ნინო ჯ.-ორბელიანისა.
- 1885
- 79 გვ. ; 17სმ.
ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმის კატალოგი. აკინძულია იმავე ავტორის ლექსების 1905 წ. გამოცემასთან. ხელნაკეთ კანზე: „ნინო ორბელიანი. „ლექსნი“. I და II წიგნი. ი. გრ.“ თავფურცელზე წარწერა: „კნეინა ნინა ალექსანდრევნა ბარათოვსა ავტორისაგან“. შემდეგ ი. გრ. ხელით „1906 წ.“ გვ. 35. ლექსს „პასუხად მიწერილი ე...ე...“ მიწერილი აქვს: „იხ. გვ. 42“. აღნიშნულ გვერდზეა: „მილოცვა ელიზბარ ერისთავს“. მეორე ცალის ფორზაცზე: „1. „შენ მოძებნე და სხ.“, 35 და 42. 2. იორდანე ტუსაღი, 48. 3. კინტო (ა. ცაგარელს), 62. 4. აღდგენილი სტრიქონი, 47. 5. აღდგენილი, 26.“ გვერდით მიწერილია: „ნინოს მომეტებული სატრფიალო ლექსი ნაძღვენი სოსიკო თარხნიშვილისადმი. ი. გრ“. გვ. 25. ლექსს „უძღვნი კატო გაბაევისას“ მიწერილი აქვს: „ეკ. გაბაშვ.“ გვ. 26. ლექსთან „მცივა, მცივა, გამყინა!...“ მიწერილია: „ეს ლექსი ვნახე ნ. გოც. დავთარში. იქ მრავალრიცხვითაა. მაგ. „გვცივა“ და არა „მცივა“. ჩამატებულია 2 ტაეპი: „ჩემს სამშობლოს ტკბილს და თბილს არ სჩვევია სიცივე: რა ჰაერშიც აღზრდილა, დაუბრუნე იგივე (ეს ლექსი ასე ნ. გოც. ალბომში. ი. გრ.)“ გვ. 35. ლექსს „პასუხად მიწერილი ე... ე...“ მიწერილი აქვს: „ელიზ. ერისთ. გვ. 42. იმის ლექსი დაიბეჭდა „ჩონგურში“. გვ. 41. ხაზგასმულია 2 სტროფი, მიწერილია: „კარგია“. გვ. 47. ლექსში „фანტაზია“ ჩამატებულა 2 სტრიქონი. „თუ კი ჩემს მოძმეს, მამულის მოტრფეს ვჭვრეტდე, რომ შრომით არ იღლებოდეს“. გვ. 48. ლექსს „იორდანე ტუსაღს“ მიწერილი აქვს: „იხ. გვ. 57“. გვ. 67. ლექსს „ლეონიძისადმი“ მიწერილი აქვს: „[დ]“, „(ცისკრელი)“.
[50კ.]
ქართული ლიეტერატურა ქართული პოეზია ქართული ლექსები