მყარი ტანების სიბლანტის გასაზომი მოწყობილობა
= Device for Measuring Rigid Body Viscosity : სასარგებლო მოდელის პატენტი [ = Patent for utility model] : (11) GE U 1997 234 Y : (51) G 01 N 11/10 (IPC, 2006) /
გია დადუნაშვილი.
- ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 1997-04-15 # 5.
- სასარგებლო მოდელზე პატენტის სრული ტექსტი - 4 გვ. ; 2 ფიგ.
– პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.
სასარგებლო მოდელი განეკუთვნება საკონტროლო-საზომ ტექნიკას მაღალი და ზემაღალი სიბლანტის მზომელობის ვისკოზიმეტრიის დარგში და შეიძლება გამოყენებულ იქნეს შენელებულ-დრეკადი დეფორმაციისა და მყარი ტანების სიბლანტის გაზომვისათვის. ტექნიკური შედეგია გაზომვის სიზუსტის ამაღლება. მოწყობილობა შეიცავს ჰელიუმ-ნეონურ ლაზერს 1, სხივის გამყოფს 2, ორ ობიექტივს 3 და 4, შესაზუსტებელ მაგიდაზე 13 დამაგრებულ აირის თერმოსტატში 9 ჩამაგრებულ გასაზომ ნიმუშს 8, მასზე დამაგრებული ამრეკლით 7.