ორბელიანი, ნინო

ლექსნი კნ. ნინო ორბელიანისა / (ავტორის სურათით). - მეორე გამოცემა. - კ. თავართქილაძის წიგნის მაღაზიის გამოცემა, N36 და მისივე სტ., 1894. - 192,VI, II გვ. : პორტ. ; 19სმ.

ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმის კატალოგი.
თავფურცელზე: „1. აღდგენილი სტრიქონი, 57, 2. აღდგენილი, გვ. 32, ი. გრ.“
გვ. 32. ლექსში ჩამატებულია ერთი სტროფი:
„ჩემს სამშობლოს ტკბილს და თბილს
არ სჩვევია სიცივე.
რა ჰაერშიც აღზრდილა,
დაუბრუნე იგივე“.
იქვე: „ეს ლექსი ასე ჩამატებ. ვნახე ნ. გოცირიძის ძველ რვეულში. ი. გრ.“
გვ. 57. ლექსში „ფანტაზია“ ჩამატებულია ორი სტრიქონი:
„კეთილის ცნობით, ამხანაგობით
გული ეწოდესთ, ეტანჯვებოდესთ. ი. გრ.“
დაწერის თარიღს „1881 წ. 24 იანვარი“ მიწერილი აქვს: „ივნისი“.
გვ. 108. ლექსს „უ. მ. ფ.“ აწერია: „უფალ მამია ფაზელს“.
გვ. 137. ლექსის „პასუხი გიორგი აგიაშვილს“ სათაურზე მიწერილია: „(პოეტი იყო)“.
გვ.149. ლექსის „უძღვნი რუს იმერელს“, სათაურთან მიწერილია: „(იურკევიჩს)“.
გვ. 156. ლექსთან „ალექსანდრე ორბელიანს“ წერია: „ეს „ის“ ალ. ორბ. არ არის“.
გვ. 181. ლექსს „უძღვნი კნეინა ქეთევან ორბელიანისას“ მიწერილი აქვს: „არტისტკა“.
გვ. 189. უსათაურო ლექსს სათაურად მიწერილი აქვს: „იორდანე ტუსაღს“.
გვ. II–IV. სარჩევში ხაზგასმულია ლექსების სათაურები.
გვ. VI. არშიაზე: „P. S. ნინო ორბელიანის ლექსი ჩემდამი (იხ. „სახალხო საქმე“, 1919 წ., № 183, 19 მარტი). ი. გრ.“
წიგნში დევს გაზ. „ახ. კომუნისტის“ 1938 წ. 17 დეკემბრის № 287, სადაც დაბეჭდილია ლადო ასათიანის წერილი „ნინო ორბელიანის დაუბეჭდავი ლექსი“. წერილში ხაზგასმულია: „ნ. ორბელიანის ლექსის ავტოგრაფი დაწერილია ლამაზი და გარკვეული ხელით“, მიწერილია: „ნინო ორბელიანს ძალიან ცუდი და გაურკვეველი ხელი ჰქონდა. იხ. „საქართ. დამატება“.
აქვე დევს ჟურნალის ამონაჭერი, ნინო ორბელიანის ლექსით, და ქაღალდის ნაჭერი წარწერით:
„ნანა შვილო ნანინა
ნეტავი რამ შეგაშინა და სხვ.“
ნინო ორბელიანისა („თეატრი“, 1887 წ., № 5) კნ. კაკოს, „შენის ნუგეშით აღარ მატკბობ (იქვე)“.


50კ.

ქართული ლიტერატურა ქართული პოეზია ქართული ლექსები

821.353.1-1