ორი პიესა იერ. გულისაშვილისა.
- გამოცემული ავტორის მიერ, 1895
- 223 გვ. ; 19 სმ.
ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმის კატალოგი. კანზე წარწერა: „ძვირფას მეგობარს – კოლლეგას – ავტორისაგან“. იქვე შენიშნულია: „*) ტრიფონ რამიშვილს. ი. გრ.“ მეორე ცალის კანის მეორე გვერდზე: „მე ერთი საწყალი კაცი ვარ, ჩემი ხარჯით პიესა გამოვეცი და ქართ. დრ. საზ. არც კი წაუკითხავს („ივერია“, 1896 წ., № 21)“. ფორზაცზე დაკრულია სურათი, რომელზედაც მიწერილია: „იერ. გულისაშვილი“. იქვე: „იერემია გულისაშვილის მოგონება“ იხ. „საქართველოს განათლების მუშაკში“, 1926 წ., № 9, გვ. 13“. თავფურცელთან ჟურნალიდან ამოჭრილი იერემია გულისაშვილის „ჩემი მოგონება“, სათაურთან მიწერილია: „საქართველოს განათლების მუშაკი“, 1926, № 9“. თავფურცელის შემდეგ გვერდზე წერია: „1. ამ პიესას აქებს გ. წერეთელი (მაზაკველი). იხ. „კვალი“, 1897 წ., № 45, 808, ი. გრ. 2. ამ წიგნზე იხ. რეცენზია ი. მ-ანისა, („ივერია“, 1896 წ., № 21). ი. გრ.“ წიგნის ბოლოს, ფორზაცზე, ჩამოწერილია პიესის „რაც გინახავს ვეღარ ნახავ“ – მოქმედი პირნი და შემსრულებელნი. ავეტიქას როლის შემსრულებელია: ი. გრიშაშვილი. აქვე: „ეს ჩემი ხელია 1907 წლისა. ი. გრ.“.