ღალატი : დრამა-ლეგენდა 5 მოქმედებად /
თ-დის ალექსანდრე სუმბათაშვილისა ; თარგმანი გრ. ყიფშიძისა.
- "ივერია"-ს გამოცემა, 1904
- 123 გვ. : პორტრ. ; 22 სმ.
ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმის კატალოგი. ხელნაკეთ კანზე: „თ-დი ალ. სუმბათაშვილი. ღალატი. დრამა-ლეგენდა 5 მოქმ. თარგმანი გრ. ყიფშიძისა. გამოცემა „ივერიის“ რედაქციისა. თბილისი, სტამბა გ. დიასამიძისა. 1904 წ. ი. გრ. შესადარებლად ყიფშიძემ თავის თარგმანი გაუგზავნა ალ. სუმბათაშვილს. 1904. 12 თებ“. იქვე: „იცინის ოთარ-ბეგი, გვ. 23; თანამოსაგრე, გვ. 28; თარი, გვ. 32“. ფრონტისპისზე წარწერა: „ამ წიგნს უძღვნის „ივერიის“ რედაქცია ალ. სუმბათაშვილს, 12 თებერვალს, 1904 წ.“ ფრონტისპისის მე-2 გვ.: „1. იბეჭდებოდა „მოამბე“-ში. 2. ეს დაცენზორებულია 13 დეკემბერს 1903 წ. გამოვიდა 1904 წ. თებერ. იბეჭდებოდა გაზეთ „ივერიაში“. 3. აკაკის ხელთ. დაიწყო თარგმ. 1905 წ. აპრილს. 4. ნიკო ავალიშვილის გამოვიდა ცალკე წიგნად 1906 წ“. გვ. 18. ხაზგასმულია: „გუდით მოგართმევ სარდლის თავსა“, მიწერილია: „აკაკის აქვს „თხის ტყავში გამოხვეულს მოგართმევთ“. გვ. 34. დევის შესახებ წერია: „აკაკის სიტყვა „დევი“ არა აქვს ნახმარი (გვ. აკაკის ავტოგრ. 19, – ჩემი 24)“. გვ. 37. ხაზგასმულია: „სამი საპანის მოგროვება მაინც ძნელი იქნება“, არშიაზე მიწერილია: „ეს ადგილი აკაკის ასე აქვს ნათარგმნი: „სამი რჯულისათვის მაინც არ იკმარებს. – იხ. ჩემი ეგზემპლ. გვ. 27“. გვ. 45. ხაზგასმულია სიტყვა „წყალს“, მიწერილია: „აკაკის აქვს „ღვინო“. გვ. 54. ხაზგასმულია: „შენ შემოგევლე“, მიწერილია: „ჩემო თეთრო იასამანო“ (აკაკის თარგმანში)“. გვ. 59. ხაზგასმულია: „მის ძარღვებში ჩქეფს მეფური სისხლი ჩვიდმეტის თაობისა“, მიწერილია: „აკაკის აქვს: „მის ძარღვებში ჩვიდმეტი მუხლის მეფური სისხლი სჩქეფს“. „პირველ ნახვაზე შეატყობ, რომ ჩვიდმეტი მეფის საჯინიბოს მოდგმისაა. იმის ძარღვებში წმინდა სისხლი სჩქეფს და ტრიალებს“. კ. მესხის თარგმანიდან, გვ. 34. „ჩვიდმეტი თაობის მეფის სისხლი უდენს ძარღვებში. (ნ. ავალიშვილი).“ გვ. 62. ხაზგასმულია: „გუფთასავით აგკეპავენ“, მიწერილია; „აკაკის აქვს: „ხახვივით დაგჭრიან“. გვ. 63. ხაზგასმულია: „ისევ ქვიშა შეაყარო“, მიწერილია: „არა, ბდღვირი შეაყარე (აკაკი)“. გვ. 64. ხაზგასმულია: „იბრძოლე“, მიწერილია: „აკაკის აქვს: „იჩხუბე“. გვ. 65. ხაზგასმულია: „უფლის ციხის“ მიწერილია: „აკაკის თარგმანშია: „ღვთის ციხე“; ხაზგასმულია: „ყველგან ქრისტეანე სული ან სხეულს ისხავს, ან შორდება“, მიწერილია: „სულ ერთია სადაც უნდა იყო ყველგან ხორცში ჩადის და გამოდის სული“. (აკაკის თარგმანი)“; ხაზგასმულია: „მოწამეა! მოწამე“, მიწერილია: „წამებულია, წამებული! (აკაკი)“. გვ. 68. ხაზგასმულია: „ნავში“, მიწერილია: „ფილუკაში (აკაკი)“. გვ. 70. ხაზგასმულია: „ხმის მიმოქცევა აქვს“, მიწერილია: „იმას ერთი ხმა აქვს. (აკაკი)“. გვ. 80. ხაზგასმულია: „მეტეხის ციხეში“, მიწერილია: „აკაკის აქვს: „მცხეთის ციხეში“. გვ. 82. ხაზგასმულია: „გასაღები“, მიწერილია: „აკაკისა აქვს „კლიტე“; ხაზგასმულია: „შესწივლა“, მიწერილია: „დაიწივლა. (აკაკი)“. გვ. 84. ხაზგასმულია: „აღიღე“, მიწერილია: „აკაკის აქვს: „აამაღლე“; ხაზგასმულია: „გამიძეღ, მიწინამძღვრე“, მიწერილია: „წამიყვანე მიმითითე. (აკაკი)“. გვ. 85. ხაზგასმულია: „თონის პურები“, მიწერილია: „ლავაშები. (აკაკი)“. გვ. 86. ხაზგასმულია: „ძაღლსა და მამაძაღლს“, მიწერილია: „და ყოველგვარ სალახანებს (აკაკი)“. გვ. 87. ხაზგასმულია: „გადაყრუებულო!“, მიწერილია: „გაჭაღარავებულო სულელო. (აკაკი)“; ხაზგასმულია: „გამობრუჟული“, მიწერილია: „ლოთო“, (აკაკი); ხაზგასმულია: „დალიოს“, მიწერილია: „მოაწრუპვიე, (აკაკი)“. გვ. 87. ლექსს „ყოველი მხრიდან ჩვენი ხალხი ჰარიალალე, აქეთ მოდის, როგორც ჯანღი თარიალალე“ მიწერილი აქვს: „ტყე და ველით ჩვენი ჯარი ჰარიალალე, მიისწრაფვის ვით ფუტკარი, თარიალალე“. (აკაკის თარგმ.). გვ. 88. ლექსს: „ორბელიანს მალე ველით, ჰარიალალე. სუმბატ გვიმზერს ტაბახმელით თარიარალე“. მიწერილი აქვს: „სამხრეთით ორბელიანი სოღანლუღით მოდის სუმბათ. (აკაკი)“. გვ. 88. სტროფს: „იმედს მეფე მოსკოველი, ჰარიალალე, გვაძლევს დიდსა, მტერთა მსვრელი, თარიარალე“... მიწერილი აქვს: „ზღვის იქიდან მოსკოველი მეფე მზაა მოსახმარათ. (აკაკი)“. გვ. 90. ხაზგასმულია: „ვისია ის სისხლი, რომელმაც ასე გაუწითლა ლოყები?“, მიწერილია: „ვისი სისხლი მიენთხა ლოყებზე, ვისმა ცეცხლმა აუნთო თვალები? (აკაკი)“. გვ. 91. ხაზგასმულია: „უზომოა მათი გაცეცხლება“, მიწერილია: „უზომოა მათი მრისხანების ალმური (აკაკი)“. გვ. 94. ხაზგასმულია: „ლამის ჭკუაზე შევიშალო!“ მიწერილია: „ღმერთო ნუ გამაგიჟებ. (აკაკი)“. გვ. 95. ხაზგასმულია: „ამხედრდით! ერთი მუქარა გზა-ღაა!“, მიწერილია: „შესხედით ცხენზე, ეს გზა უკანასკნელია. (აკაკი)“. გვ. 96. ხაზგასმულია: „ხმალს ისე შემოატარებს, თითქოს წრე შემოავლოვო“, მიწერილია: „ხმალს იქნევს და კალოს აკეთებს. (აკაკი)“. გვ. 97. ხაზგასმულია: „გამეცალე აქედან“, მიწერილია: „წაეთერი იქით. (აკაკი)“; ხაზგასმულია: „შეგხვდებით, როცა თამაშა დაიწყება“, მიწერილია: „შევხვდებით ერთმანეთს სეირის დროს. (აკაკი)“. გვ. 100. ხაზგასმულია: „ისე ვიცი სირბილი და ხტომა, როგორც ქურციკმა“, მიწერილია: „აკაკის აქვს: „მე ირემივით დავრბივარ“. გვ. 108. ხაზგასმულია: „სამკაულო... ნათელო ქვეყნიერებისაო“... მიწერილია: „მშვენებავ მსოფლიო მნათობო! (აკაკი)“. ხაზგასმულია: „დაიჭექებს“, მიწერილია: „მეხი გავარდება (აკაკი)“. თუ ჩამოვარდება? ი. გრ“. გვ. 108. ხაზგასმულია: „საუკუნოება“, მიწერილია: „აკაკის აქვს: „საუკუნო (მარადისობა)“. გვ. 110. ხაზგასმულია: „არარას?“, მიწერილია: „აკაკის აქვს „არაფერს“? ხაზგასმულია: „ვშიშობდი მათთვის“, მიწერილია: „მეშინოდა იმათი (აკაკი)“. გვ. 112. არშიაზე: „მათი დრო არ წავა! (აკაკი)“. გვ. 113. ხაზგასმულია: „კარისა“, მიწერილია: „ბჭის (აკაკი)“. გვ. 116. ხაზგასმულია: „ქორი“, მიწერილია: „აკაკის აქვს მიმინო“. გვ. 121. აღდგენილია ი. გრ. მიერ. მეორე ცალში დევს ქაღალდი მინაწერით: „ჩემს ბიბლიოთეკას ი. გრ. ღალატი. P. S. აკაკი ხორავამ გადმომცა გრიგოლ ყიფშიძის ეგზემპლჲარი „ღალატისა“. – ჩვენს მსახიობს აკაკის მიუღია ყიფშიძის ვაჟისაგან გოგი ფრონისპირელისაგან. ჩვენ ვნახეთ ეს ეგზემპლიარი და... რაც მთარგმნელს ჩაუსწორებია, ჩვენ ეს ამ ეგზემპლიარში გადმოვიტანეთ. ზოგ „ნასწორებს“ შეიძლება დაეთანხმოს მკვლევარი, ზოგი ისევ პირვანდელი სჯობია. ერთი კი ცხადია: სადაც „ფადიშაჰია“, ყველგან უნდა იყოს „შაინშა“. სამწუხაროდ, წიგნის არშიები ჩამოჭრილია მისი ყდაში მიცემის გამო... და ბევრი ბუნდოვანი, გასწორებული ადგილი ჩვენ აღვადგინეთ. იმ ეგზემპლიარს, რომელიც ამჟამად აკაკი ხორავას ეკუთვნის, გრ. ყიფშიძის მიერ ზევიდან ფანქრით აწერია: „ჩემის ხელით გასწორებული. ი. გრ. 1943. 23/XI“. მესამე ცალის გვ. გვ. 16, 18, 19, 27, 33 მოქმედ პირებთან მიწერილია შემსრულებლები: სამივე კარისკაცნი – (გრ. ცეცხლაძე, ი. მოსაშვილი, კ. კალაძე). ოთარბეგი – ილ. ზურაბიშვილი, პ. იაშვილი, ს. ერთაწმინდელი. ყარა-იუსუფი – მ. ჯავახიშვილი, კ. ლორთქიფანიძე. ალრაზაკ – დ. შენგელაია. ზეინაბი – ნინო ყიფიანი, მარი ციციშვილი, ნ. თარიშვილი. ისახარ – მარიამ გარიყული, დარია ახვლედიანი. რუქაია – მარიჯანი, ნ. თარიშვილი“. კანის მე-4 გვერდზე: „საქო – გრიშაშვილი; გიგო – მოსაშვილი; ვანო – კოტეტიშვილი, მიხა – ფაშალიშვილი; მამასახლისი – ლევ. მეტრეველი; დედა – ... [?]. ნატო – მ. გარიყული; შაქრო – მარიჯანი, გაბო – ია ეკალაძე... [?] უნდა გვეთამაშა“. მეოთხე ცალის თავფურცელზე ავტოგრაფი: „გრ. ყიფშიძე. ჩემი ხელით შესწორებული“. ფორზაცზე: „მთარგმნელის გრ. ყიფშიძის ხელით შესწორებული ეგზემპლჲარი. ზოგგან გაუფუჭებია ახალი ჩამატებებით. ი. გრ. P. S. გ. ფრონისპირელს მიუცია აკ. ხორავასთვის, აკაკიმ მე გადმომცა. ი. გრ. 1943 წ. 10. XI. ამას ჩემს მეტი ვერავინ ვერ გამოსცემს, რა დაიტოვოს და რა არა. ი. გრ“. გვ. 39. არშიაზე მიწერილია: „ფანქრით გრ. ყიფშიძის წაშლილი არ არის. ი. გრიშაშვ. რუსულ დედანში არის წაშლილი ადგილი. ი. გრ“. გვ. 60. ტექსტის ბოლოს მიწერილია: „ი. გრ. 1943. 24. XI. აკაკი ხორავამ მათხოვა“. მეხუთე ცალის კანზე: „ჩემს ბიბლიოთეკას. ი. გრ“. იქვე ბეჭედი: „Суфлиор: Иосип Г. Мамулов“. გვ. 33. ხაზგასმულია აფორიზმი: „ოქროს სიწმინდეს სინჯავენ ქვით“... და მიწერილია: „ეს აფორიზმი ეკუთვნის ხილონს. ი. გრ“. გვ. 48. მოხაზულია ანანიას დიალოგი: „განსვენებულს მამა-შენს რა პირით შევხვდე იმ სოფელში?“ და მიწერილია: „ეს ადგილი ავალიშვილს კარგად აქვს. ი. გრ“. გვ. 54. ხაზგასმულია დათოს სიტყვები: „ნუ გეშინიან ნურაფრისა“... და მიწერილია: „ეს ადგილი კოტეს კარგად აქვს“. მეშვიდე ცალის თავფურცელზე ადრინდელი პატრონის ხელით: „ქ. თბილისი. 1. თებერვალი. 1904 წ. დ. ნახუცრიშვილი“. კანზე: „დ. ნახუცრიშვილის წიგნია. ვიყიდე ბუკინისტებში. (იხ. ბოლო). ი. გრ. 1942. 24. I“. მეცხრე ცალის ფორზაცზე: „ეს პიესა აღმოჩნდა ვლ. შავიშვილთან (ფედერაციის ბუკინისტურ მაღაზიაში). ვიყიდე 40 მანეთად. სახალხო სახლის ეგზემპლჲარი ყოფილა. ი. გრ. 1939. 10/IX“. ფორზაცსა და თავფურცელზე ბეჭედი: „კ. ი. ზუბალაშვილის სახალხო სახლთან არსებულ ქართ. წარმოდგ. მმართველი წრის გამგეობა“.