ფერადოვანი გამოსახულების ბეჭდვის ხარისხის კონტროლის ხერხი = METHOD FOR QUALITY CONTROL OF COLOR IMAGE PRINTING : გამოგონების პატენტი = Patent for invention : (11) GE P 2009 4848 B : (51) G 01 J 3/46 (IPC, 2006) / გიორგი თაქთაქიშვილი. - ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 2009 -12 - 10 # 23. - გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი - 6 გვ. ; მუხლები: 1 დამოუკიდებელი.

– პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.

ხერხი ითვალისწინებს ელექტრონული ანაბეჭდის ფორმირების მოწყობილობით გაზომვას, რომელიც წარმოადგენს ოპტოელექტრონულ სისტემას, განათების წყაროს და ითვალისწინებს მაკალიბრებელი ფერების ოპტიკური სიმკვრივის განსაზღვრას, რისთვისაც ყოველი გაზომვის წინ მოწყობილობა ავტომატურად კალიბრდება თეთრი ქაღალდის მიმართ, ხოლო სრული დაკალიბრება ხდება ცნობილი დენსიტომეტრული მონაცემების ეტალონის მიხედვით, მონაცემები შეიტანება ცხრილებში, რომელშიც აგრეთვე შეიტანება სხვადასხვა მასალაზე ოფსეტური ბეჭდვის სტანდარტული დენსიტომეტრული მონაცემები, სკანირდება საკონტროლო სკალა და ფერთა შეთავსების ჭდეები სხვადასხვა გარჩევადობით, შესაბამისი მათემატიკური მოდელების მიხედვით ანგარიშობენ საკონტროლო სკალის ელემენტების დენსიტომეტრულ პარამეტრებს და ფერთა შეთავსების ჭდეების თანხვედრის სიზუსტეს, გაანგარიშებული პარამეტრები კორექტირდება დაკალიბრების მონაცემების მიხედვით და შეედარება სტანდარტულ მნიშვნელობებს, გაანგარიშებულსა და სტანდარტულ პარამეტრებს შორის სხვაობა გრაფიკული და რიცხობრივი ფორმით აისახება მონიტორზე.


4848 ge B 2009 -12 -10 published Sakpatenti

პოლიგრაფიული ტექნიკა ოპტიკური სიმკვრივე მაკალიბრებელი ფერები