თვლის გრუნტთან ურთიერთქმედების გამოსაკვლევი სტენდი
= STAND FOR RESEARCH OF INTERACTING OF THE WHEEL WITH SOIL : გამოგონების პატენტი = Patent for invention : (11) GE P 2009 4735 B : (51) G 01 M 17/00 (IPC, 2006) /
კაჭახიძე ისიდორე, რუსაძე თამაზ, მამალაძე თამაზ, კარლო ჭანტურია.
- ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 2009– 07– 27 # 14.
- გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი - 6 გვ. ; მუხლები: 1 დამოუკიდებელი. ფიგურა: 2.
– პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.
სტენდი შეიცავს ფუძეს 1, ურიკას 2 გრუნტიანი არხით 3, დრეკად-მადემფირებელ ელემენტს 4, მასთან დაკავშირებულ საცვლელ ტვირთს 5, დგარს 6 მიმმართველით 7, დგარზე 6 დამონტაჟებულ ელექტროამძრავს 8. სტენდის გამოსაცდელი თვლის ამყოლ რეჟიმში მუშაობისას ელექტროამძრავი გადაცემათა კოლოფის 9, დოლის 12 და გორგოლაჭზე 14 გადადებული გვარლის 13 მეშვეობით დაკავშირებულია მიმმართველთან, ხოლო წამყვან რეჟიმში ელექტორამძრავი გადაცემათა კოლოფის 9 და კარდანული გადაცემის 10 მეშვეობით დაკავშირებულია გამოსაცდელი თვლის ღერძთან. სტენდი შეიცავს აგრეთვე დინამომეტრებს 19 და 20, ვერტიკალური გადაადგილების 15 და 16 და გრძივი გადაადგილების 17 და 18 გადამწოდებს.