ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელის საზოგადოების ანგარიში 1912 წლისა : წელიწადი XXXIV / ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება. - ტფილისი, [1913]. - 192 გვ. ; 23 სმ.

ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმის კატალოგი. -
კანზე სათაური: ანგარიში ქართველთა შორის...
კანზე: „სააკაშვილი, 52“.
გვ. 21. წინადადებას: „ამის შემდეგ დაიწყო მსჯელობა წლიური ანგარიშის შესახებ“, მიწერილი აქვს; „იხ. გვ. 46. ი. გრ.“
გვ. 47. პირველ აბზაცს მიწერილი აქვს: „ი. ჭ.“ ბოლო აბზაცს არშიაზე: „ი. მანსვეტ.“
გვ. 110. ხაზგასმულია: „სიმონ ბადურაშვილმა“ და მიწერილია: „კიკნა ფშაველა“.
გვ. 112. ხაზგასმულია: „ანნა ხახუტაშვილი“ და მიწერილია: „ცქვიტი.“
გვ. 114. ხაზგასმულია: „დავით იასონის-ძე ელიოზიშვილი“ და მიწერილია: „პოეტი“. ხაზგასმულია: „დავით ყარამანის ძე ჩხეიძე“ და მიწერილია: „თურდოსპირელი“.
მეორე ცალის კანზე: „არ შეგცივდეს, გვ. 26“..


[ფ.ა.]

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება

061.23:37(479.22)(09)