ადამიანის სხეულზე ან ტანსაცმელში დამალული ლითონის საგნის გამომვლენის ინდუქციური გადამწოდი
= INDUCTIVE GAUGE FOR DETECTION OF THE CONCEALED METAL SUBJECTS ON A BODY OF THE PERSON OR IN CLOTHES : გამოგონების პატენტი = Patent for invention : (11) GE P 2007 4104 B : (51) G 01 V 3/10 (IPC, 2006) /
თამაზ ჯაფარიძე, ანზორ ხურცილავა, გელა დარსაძე.
- ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 2007– 05 –10 # 9.
- გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი - 10 გვ. ; მუხლები: 1 დამოუკიდებელი. ფიგურა: 4.
– პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.
ინდუქციური გადამწოდი შეიცავს ჩარჩოებს 5.1 და 5.2, რომლებზეც დახვეულია გამომსხივარი კოჭები 1 და 3 და მიმღები კოჭები 2 და 4. ჩარჩოები შესრულებულია მაღალი ხვედრითი გამტარობის მქონე ლითონისაგან, მაგალითად, დურალუმინისაგან. ერთ-ერთი ჩარჩო განლაგებულია ვერტიკალურად, ხოლო მეორე - დახრილია და თავისი ზედა განივათი ეყრდნობა ვერტიკალური ჩარჩოს ზედა განივას. ჩარჩოების სიბრტყეებს შორის კუთხე შეადგენს 15 - 20 გრადუსს. აღნიშნული კოჭები შესრულებულია ორი ერთნაირი ჯგუფის სახით, რომელთაგან თითოეული შეიცავს ერთ გამომსხივარ და ერთ მიმღებ კოჭას. გამომსხივარი კოჭები ერთმანეთთან შეერთებულია მიმდევრობით, ხოლო მიმღები კოჭები - მიმდევრობით-შემხვედრად.
4104 ge B 2007- 05 -10 published Sakpatenti
არამრღვევი კონტროლის საშუალებები ლითონის საგნები გრიგალდენური გამომვლენები გადამწოდი