ტივტივიანი დონის საზომი
= FLOAT MEASURING INSTRUMENT OF LEVEL : გამოგონების პატენტი = Patent for invention : (11) GE P 2006 3911 B : (51) G 01 F 23/00 (IPC, 2006) /
ანზორ დუნდუა, ლევან იმნაიშვილი, ემზარ ჩაჩხიანი, თეიმურაზ მათითიშვილი.
- ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 2006– 08 – 25 # 16.
- გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი - 7 გვ. ; ფიგურა: 1.
– პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.
ტივტივიანი დონის საზომი შეიცავს ტივტივას 3, რომელიც დაყენებულია მილზე 4, რომლისთვისაც მზიდ კონსტრუქციას წარმოადგენს საკონტროლო რეზერვუარის 1 სახურავი 2, ყრუ ფსკერის მქონე მილში ჩაშვებულ საპირწონეს 5, რომელიც ტივტივას მზომი ბორბლის 6 გავლით მოქნილი კავშირით დაკავშირებულია ტივტივასთან, და მეორეულ ხელსაწყოს 7 ორი შესასვლელით, ორ გადამწოდს "კუთხე-კოდი" 8 და 9 და ვიზუალური ათვლის ორ დისკოს 10 და 11. ტივტივას მზომი ბორბლის ღერძზე მის პარალელურად მოთავსებულია ვიზუალური ათვლის პირველი დისკო და ამავე ღერძთან ხისტადაა დაკავშირებული პირველი გადამწოდის "კუთხე-კოდი" ღერძი, რომლის ინფორმაციული გამოსასვლელი მიერთებულია მეორეული ხელსაწყოს პირველ შესასვლელთან,რომლის მეორე შესასვლელი მიერთებულია მეორე გადამწოდის "კუთხე-კოდი" გამოსასვლელთან. ტივტივას მზომი ბორბლის და ვიზუალური ათვლის პირველი დისკოს წრეების სიგრძეები შესაბამისობაში არის მოყვანილი და პირველი და მეორე დისკოს წრეები დაგრადუირებულია.