წერეთელი, აკაკი, 1840-1915

თამარ-ცბიერი : ისტორიული ხუთ მოქმედებიანი დრამატიული პოემა / აკაკი წერეთელი. - საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების გამოცემა, 1920. - 72გვ.; 19სმ.

კანზე: „ი. გრ. აქედან დაიბეჭდა. აღდგენილი ეგზემპლარი. ი. გრ. (ასე გამოტოვებული დაიბეჭდა ყველგან). გვ. 31. საცენზურო ადგილებია. იხ. ცენტრ.-არხივ.“ გამოცემის წელი მოხაზულია და მიწერილი: „1886 წლის გამოცემასთან არის სხვაობა.“
კანის მეორე გვ. მიკრულ ქაღალდზე: „თამარ ცბიერი. აკაკის თამარ ცბიერი დაუწერია და დაუმთავრებია 1885 წელს 29 მარტს. ამ პოემის ვრცელი შინაარსი მოყვანილია ივ. მაჩაბლის გაზეთ „დროებაში“ (1885 წ., № 65, 29 მარტი). თვით ერთი სცენა. თამარის მონოლოგი („როგორც რომ მთვარე“) დაიბეჭდა ამავე „დროებაში“, 1885 წ., № 66, 67“.
თავფურცელზე: „ი. გრ. სახლში არ გაიცემა. ი. გრ. ამ პიესის მხოლოდ მესამე მოქმედება ინახება. მწ. მუზ. № 29. Дозволено цензурой с исключениями для постановки на театрах. 1885 წ. 12 დეკემბ.“ იქვე: „О. დაიბეჭდა ერთი სცენა (როგორც რომ მთვარე)“ „დროება“, 1885 წ., № 66–67. I. პირველი გამოცემა 1886 წ. ეძღვნება დ. ერისთავს. გამოტოვებულია მესამე მოქმედება მთლიანად და ზოგიერთი ადგილები. II მეორედ დაიბეჭდა „კრებული“, 1889 წ. № 11.“ მოხაზულია საგამომცემლო ცნობები და მიწერილი: „III“, „IV“ იხ. სახელგამი ნაწ. ტ. II“.
გვ. 2. „მოქმედ პირთა სიაში“ მსაჯულთუხუცესს მიწერილი აქვს: „ქუთათელი“ წაუშლია ცენზორს“. იქვე: „ნაკაშიძე, სახლთ-უხუცესი“ – მიწერილი აქვს „ქუთათური.“
გვ. 12. პირველ სტრიქონში ხაზგასმულია: „მაგდანინელურ“ და მიწერილი: „[არშიყობის], ცენზორს „მაგდალინელი“ ამოუშლია.“
გვ. 14. პირველ სტრიქონში ხაზგასმულია: „გენათელიც“ და მიწერილი: „[ის წყეულიც]. (ცენზ.)“. იმავე გვერდზე რკალშემოვლებულია სტრიქონი: „და თვით სამოთხე, ნათელმიხდილი“ და მიწერილია: „ეს ცენზორს წაუშლია“. ამავე გვერდის ბოლო სტრიქონს მიწერილი აქვს: „ეს წაშლილია ცენზორის მიერ.“
გვ. 25. პირველ სტრიქონში რკალშემოვლებულია სიტყვა: „შენი“ და მიწერილი: „გაკეთებულია „მისი“.
გვ. 16. მგოსნის სიტყვაში რკალშემოვლებულია: „დაღუპვა“ და არშიაზე: „ავტორს ჰქონდა „სიკვდილი“. ეს სიკვდილი არ არის გორგაძის გამოცემაში“.
გვ. 20. ქვემოდან მესამე სტრიქონში მოხაზულია: „მღვდელ-მთავარი“ და არშიაზე: „ცენზორს გაუკეთებია „თვით დიდ-მთავარი“.“
გვ. 24. თამარის სიტყვის ბოლოს მოხაზულია: „მოციქულსა“ და მიწერილი: „ცენზორს ეს სიტყვა წაუშლია და დაუწერია: „წინამორბედს“.
გვ. 25. ქვემოდან მეორე სტრიქონში მოხაზულია სიტყვა: „წმინდა“ და არშიაზე: „სახე“, (გვ. 68)“.
გვ. 26. ზემოდან მე-2 სტრიქონი რკალშემოვლებულია და არშიაზე: „ეს ამოუღია ცენზორს“. იმავე გვერდზე მგოსნის სიტყვებში მოხაზულია: „ვითარცა პეტრე, ღვთის უარმყოფი, ერთმა მამლის ხმამ გამოაფხიზლა...“, მიწერილია: „ეს გამოტოვებულია 1881 წლის გამოცემაში და ცენზორის ეგზემპლიარშიც!“
გვ. 31. რკალშემოვლებულია ორი სტრიქონი: „ხალხიც ისეა: როდესაც ღელავს, კერძო პირებიც აეგზნებიან“, მიწერილია: „ცენზორს წაუშლია“. ამ ორი სტრიქონის მაგივრად გვერდთან მიწებებულ კალენდრის ფურცელზე ჩამატებულია:
„ხალხიც ასეა: თუ რომ მღელვარებს
კერძო პირებიც აეგზნებიან.
იმავ თავიდგან იმერთა მხარე,
ბუდე ყოფილა არეულობის,
სარბიელი რამ გაუტანლობის,
მოღალატობის და ორგულობის.
არავისა სწამს აქ სისხლ-ხორცობა.
ღვთისაც არა აქვთ გულმართლად შიში...
გონება – მეტად გრძნობა-ნაკლებ ერს
ახელმძღვნელებს სულ ანგარიში.
მე იმერელი ქალი არა ვარ,
რომე უარვყო ჩემი ბუნება.“
მიწერილია: „ცენზორმა გამოსტოვა ეს ადგილი. ეს აღდგენილი 8 სტრიქონი პირველად ჩემს გამოცემაში ქვეყნდება. ი. გრ.“ იქვე: „ეს ცენზორს გამოუტოვებია. ჯერ პირველი ორი სტრიქონისათვის წაუსვამს მაგარი ხაზი (ხალხიც ასეა და სფ.). მერე 10 სტრიქონისათვის წითელი ჯვარი გადაუსვამს (იხ. საც. არქივში დაც. პიესები)“. იმავე გვერდზე ხაზგასმულია: „ქალი საყვარლად...“ და მიწერილი „ქალის სიყვარულს. ცენზ.“
გვ. 36. „მოქმედება მესამე“-ს წინ: „ეს მოქმედება (III) სულ გამოტოვებულია, ალბად ცენზორის მიერ, 1886 წლის გამოცემაში. ი. გრ. და არც საცენზურო არქივის ეგზემპლარშია, იქაც ოთხ მოქმედებიანი არის (იხ. არქ.). ეს მესამე მოქმედება ხელთნაწერად დარჩა. იხ. ლიტ. მუზ. № 29 (გ. ლეონ. ინახება).
გვ. 36–44. მთელს მესამე მოქმედებაში შეტანილია სარედაქციო შესწორებანი და შენიშვნები. გვ. 37 მიწერილია: „წითლათ აღნიშნული (შევადარე ხელთ. ლიტ. მუზ. № 29 [აქ გამოტ. მესამე მოქმედებაა დაცული]) ი. გრ.“
გვ. 52. მასხარას სიტყვებში ხაზგასმულია: „სულის...“ და მიწერილი: „ცენზორს შეუსწორებია: „გულის“.
გვ. 60. მეფის სიტყვებში ხაზგასმულია: „სიტყვა მეფისა არ შეიშლება!“, მიწერილია: „ეს შევიდეს“. იქვე: „ეს ორი სტრიქონი გამოუტოვებია ცენზორს (ეს არა აქვს ს. გორგაძეს)“. ქვემოთ მიწერილია:
„წყეული იყოს ამ გვარი ძალა
და შეუცვლელი ჩვენი უფლება. (ჩაფიქრდება)“.
გვ. 61. მეფის სიტყვაში „გამოცანაა!!“-ს დაყოფის ნიშნები აქვს გავლებული და არშიაზე: „ეს სიტყვა დაყოფილია პირველ საცენზურო ვარიანტში“.
გვ. 62. სტრიქონის „დარბაზის მცველი და მეთვალყურე“-ს შემდეგ ჩამატებულია: „ვითა მირონი წმინდა ტრაპეზზე“ და მიწერილი: „ეს შევიდეს“. არა აქვს ს. გორგაძეს“.
გვ. 63. მეფის სიტყვების წინ ჩამატებულია გვერდზე მიწებებულ კალენდრის ფურცელზე (1928 წლ. 2 ნოემბრის):
„მეფე.
კეთილი მაგრამ მკვდარი მოვალე
კუბოში მწოლი, რას არგებს ცოცხალს?
საიქიოდან გვირგვინოსნები
რომ ვეღარ სჭრიან ქვეყნად სამართალს?
მსაჯ. უხუცესი (ქუთათელი)
მაგრამ ისინი, ვინც მათს უფლებას
ხელში იგდებენ და მეფდებიან,
თუ პირობასაც არ იკისრებენ
ქვეყნის შეხედვით ყოვლად სცდებიან.

მეფე (აღტაც. წამოდგება)
ჩემო ერთგულო და სხვ.“
იქვე მიწერილი: „გვ. 63. ჩაემატოს“.
გვ. 67. მგოსნის სიტყვაში ხაზგასმულია: „ტანჯულ ქვეყნისა წამოყენება“, მიწერილია: მარცხნივ: „ყოფილა „წამებულ“, მარჯვნივ: „უბრალო ტანჯულთ წამოყენება“ (ასე გაუკეთებია ცენზორს). ეს არ აქვს ს. გორგაძეს“.
გვ. 68. მეფის სიტყვაში ხაზგასმულია: „მითხარი“ და არშიაზე: „ცენზორს გაუსწორებია „გვითხარი“.“ იქვე მგოსნის სიტყვაში რკალშემოვლებულია „ეს იყო ჩემი წმიდა-წმიდათა“ და მიწერილი: „ცენზორს ამოუღია“. იმავე სიტყვაში რკალშემოვლებულია ოთხი სტრიქონი და მიწერილი: „ეს ამოუღია ცენზორს“.
გვ. 69. ხაზგასმულია: „ცრემლებიც ერთად დაგვიფრქვევია“, მიწერილია:
„ასე ვფიქრობდით: ჩვენ ერთ სამეფოდ
გავხდით იმერეთს შეერთებულსო. (ეს არ აქვს ს. გორგაძეს)“.
გვ. 71. დედოფლის სიტყვაში რკალშემოვლებულია: „მაგდანინელი“ და მიწერილია: „შეცოდებული (ცენზორმა ასე გაასწორა) იხ. 1886 წლის გამოცემა“.
კანის მე-3 გვ.: „ჩემი გასწორებული: გვ. 12, 31, 62, 63, 69, 70“.


20მ.

ქართული პოეზია

821.353.1-11