ტაბიძე, გალაკტიონ, 1891 ან 1892-1959

ლექსები / გალაკტიონ ტაბიძე. - სახელმწ. გამ-ბა, 1927 - [2], 542 გვ. : პორტრ. ; 24 სმ.

ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმის კატალოგი.
თავფურცელზე: „ი. გრ. 1927. 1 მარტს“.
გვ. 31. ლექსი „შენ რაღას იტყვი მტკვარო?“ ხაზგასმულია და მიწერილია: „ცნობილი რომანსიდან „შენ რაღას იტყვი, არაგვო“.
გვ. 32. ხაზგასმულია: „დარაზოდეს“ „არასოდეს“, მიწერილია: „ეს რითმა ძალიან ბევრს აქვს.“
გვ. 65. მოხაზულია: „გაბედითებით“, მიწერილია: „იხ. 67-ე გვ.“ იგივე სიტყვა მოხაზულია და მიწერილია: „იხ. 83, 65, 239“.
გვ. 96. ხაზგასმულია რითმები: „ქვეყანა“ – „ჩამოეყვანა“, მიწერილია: „ჩემი“. მოხაზულია: „შევუნთოთ ცეცხლი რომ იგი ალი იყოს უვრცესი და უდიდესი“, მიწერილია: „ს. ფაშალიშვილი“.
გვ. 149. ხაზგასმულია: „ცის“, მიწერილია: „რა შუაშია ცა?“ მე-5 სტროფის შემდეგ: „აკლია?“ ლექსის „მერი“ ბოლოს მიწერილია: „ეს ლექსი უფრო გრძნობიერი რედაქციით დაბეჭდილია „თ. და ცხ.“ 1915 წ., № 36, გვ. 2“.
გვ. 169. ლექსში მოხაზულია: „მარსი“, მიწერილია: „რა შუაშია?“
გვ. 192. მოხაზულია: „რას მომცემს ისეთს მე საქართველო, და ან რას მისცეემს მას ჩემი ქნარი?“ მიწერილია: „ილია“.
გვ. 194. ხაზგასმულია: „ფაფარი“ „წინსაფარი“, მიწერილია: „ჩემი რითმა, ჩემი სახე (იხ. „მოწამლული დანა“, ტ. II).“
გვ. 209. ხაზგასმულია: „ღამესა“, მიწერილია: „არესა?“, „მიეთ-მოეთი“ – „პოეტი“, მიწერილია: „იმეორებს“.
გვ. 211. ლექსის „ქალმა დამწყევლა ლამაზმა“ ბოლოს მიწერილია: „იხ. მუშა მ. გორდაძის ლექსი „ლამაზმა ქალმა დამწყევლა“.
გვ. 303. ხაზგასმულია: „ხელშეკრულება“, მიწერილია: „საგაზეთო ტერმინი“.
გვ. 306. ხაზგასმულია: „ერთია ჩემთვის“, მიწერილია: „გრ. აბაშიძის თარგმნილი რომანსი „ჩემთვის ერთია“.
გვ. 359. ლექსთან „მიმღერე რამე“, მიწერილია: „იხ. ჩემი I ტ.“
გვ. 447. ლექსში „მღვრიე ქარი“ ხაზგასმულია: „გარი-გარი“, მიწერილია: „კიდევ აქვს სადღაც“.
გვ. 506. ლექსის „თქვენი ბინა“ გასწვრივ მიწერილია: „სონეტის თავი“.
გვ. 508. ლექსში „ბინდი ღამისა გაჰქრა“ ხაზგასმულია ადგილები და მიწერილია: „ილია“.
გვ. 530. სარჩევის ბოლოს მიწერილია: „აკლია 5 ლექსი. სარჩევი“.
წიგნის ბოლოს გაზეთიდან ამონაჭერი: „ხელოვნება პროლეტარულ მწერალთა შორის (ლიტერატურული საღამო ქართულ მუშფაკში),“ მიწერილია: „მუშა“, 1927, № 196, 8/IV“.
წიგნში ქაღალდის ნაჭერი მინაწერით: „1. ერთი ლექსი ორჯერაა დაბეჭდილი გვ. 24 და 89. 2. ამ გვერდზე 88. ლექსი გაუფუჭებია (იხ. „თ. დ. ც.“)“.
მეორე ცალი ჩასმულია კანში ი. გრ. მიერ და მიწერილია: „გ. ტაბიძის ლექსები ჩემს დისწულს ანის 1941. 6/2. ი. გრ.“ იქვე: „გამოცემა 1927 წ.“
გვ. 29. ლექსში „ჭარხალი“ მოხაზულია მე-2 და მე-3 სტროფი, მიწერილია „ფუტურის.“
გვ. 177. ხაზგასმულია: „წყლულს კი ვერ შველის ვერა“, მიწერილია: „ი. გრ.“


5 მან.

ქართული პოეზია ქართული ლექსები

821.353.1-1