ტ. 2 : ეპოსი /
სანდრო შანშიაშვილი.
- 1926
- 288 გვ.
უთავფურცლოა ტ. 2. ეპოსი. 1926. თავფურცელზე წარწერა: „პოეტ სოსო გრიშაშვილს. ავტორი. 1926 წ. 15/III.“ კანზე: „თარიღის შეცდომა 212“. გვ. 32–33. მოხაზულია სტროფები, მიწერილია: „ამოღებულია ახალ გამოცემაში“. გვ. 35. ხაზგასმულია: „ძუძუმკერდი გადმოშლილი შუქსა ფენდა, ვითა მთვარე“, მიწერილია: „იხ. 275 1947 წ. გამოცემა.“ გვ. 41. ხაზგასმულია: „რითმა“, მიწერილია: „რა რითმაა დამაფარე-შემიფარე.“ გვ. 64. მოხაზულია 3 სტროფი, მიწერილია: „ბ. ახოსპირელი.“ გვ. 212. ხაზგასმულია თარიღი: „1909–1912 წელი. ბერნი“, მიწერილია: „ამის ავტორი 1910 წელს 8 მაისს თბილისში ლექსს კითხულობდა, 1909 საიდან გაჩნდა ბერნში.“ გვ. 215. ხაზგასმულია: „ბრძენო“, მიწერილია: „ბეგორ, სახელები ასე შეცვლილა 1947 წ.“ გვ. 216. ხაზგასმულია: „გმირო“, მიწერილია: „ურგენ.“ გვ. 217. ხაზგასმულია: „ჰანგო“, მიწერილია: „ანგირ“. გვ. 218. ხაზგასმულია: „ძნეო“, მიწერილია: „ნარსი“. გვ. 219. ხაზგასმულია ადგილი, მიწერილია: „ქალის სურნელება?“ გვ. 222. მოხაზულია მთელი გვერდი. არშიაზე: „ერთი ქალის გულისათვის ამდენი ხალხი დახოცეს.“ გვ. 228. ხაზგასმულია: „ჩემი სხეული მე თვით მომწონს“, მიწერილია: „ქალი ამბობს“. მოხაზულია სტროფი და მიწერილია: „ჰიმნი ვნებას“. გვ. 248. ხაზგასმულია: „ყვავ-ყორნები ეხვევიან“, მიწერილია: „ბარათ.“ გვ. 258. ხაზგასმულია ადგილები, მიწერილია: „საშინელება“. გვ. 270. ხაზგასმულია: „დიაძუხარ!“ მიწერილია: „ძუ-დედაკაცი ხარ.“ გვ. 275. ხაზგასმულია: „ბერლინ 1912 წ.“ მიწერილია: „პირველად დაიბეჭდა „თ. და ც.“. გვ. 277. ლექსთან „ორფეუს და ევრიდიკე“, მიწერილია: „პირველად გაზეთში რომ დაიბეჭდა, ავტორი კ. მაყაშვილს უძღვნიდა. ალბათ ეხლა სხვები აირჩია. (იხ. I ტ.). ი. გრ.“ გვ. 288. მიწერილია: „რა რითმაა, 234, 5–6. 246 245 – ჩემი ერი – რა შუაშია?, 255 – გულსა სჭრის შვილი დედას? 271 – სიბილწიდან ამომიყვა“.
მკვლელი ნიღაბში მედია და მშვენიერი ელენე -- დემეტიკა -- იასონ და რენო -- ოქროს ვერძი -- მედია -- პარის და ელენე -- ქალი გრძნეული -- ორფეოს და ევრიდიკე --