კოდური დონმზომი = Code Level Determinator : გამოგონების პატენტი = Patent for invention : (11) GE P 1996 403 B : (51) G 01 F 23/44 (IPC, 2006) / თეიმურაზ ხაინდრავა, მიხეილ ხაინდრავა. - ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 1996 07 01 №3. - გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი - 16 გვ. ; 3 ილ.

– პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.

მოწყობილობა განეკუთვნება წყლის /სითხის/დონის გაზომვისა და კონტროლის დარგს და შეიძლება გამოყენებულ იქნეს წყლის დონის დისტანციური გაზომვისათვის წყალსაშვებზე, ფილტრებში, რეზერვუარებში, არხებში, ღია წყალსაცავებში და ა.შ.
გამოგონების ტექნიკური შედეგია მოწყობილობის სიზუსტის ამაღლება და გაზომვის სიზუსტის დამოუკიდებლობა მკვებავი ელექტრული ძაბვისა და გარემო კლიმატური პირობების ცვლილებებისაგან.
დონემზომი აღჭურვილია გადამწოდის ღერძის ერთ ბოლოზე დამაგრებული მცირე დიამეტრის კბილანით, რომელიც შებმულია კბილანურ ღეროსთან, რომლის კონტაქტური ელემენტები, ორმაგი დაკალიბრებული შკივის წრიული მოძრაობისას შეხებაშია წრიულად მოძრავ ბრჯენ _ კონტაქტთან, რომელიც დამაგრებულია ორმაგი დაკალიბრებული შკივის შიდა ღარის გარე ნაპირზე გარე გამზომი ღარის დონეზე და ამით ხდება წყლის /სითხის/დონის სიმაღლის მთელი მნიშვნელობების /ასე მაგალითად _ მეტრების/აღრიცხვა და დამახსოვრება, ხოლო ნულიდან ერთი მეტრის დიაპაზონში გაზომვა და ციფრული კოდების სახით წარმოდგენა ხდება გადამწოდის ღერძის მეორე ბოლოზე დამაგრებული დისკის გარშემო შემოკრული დაკოდირებული ლენტის /რომლის სიგრძე ასევე ერთი მეტრის ტოლია/და ორმაგი ღეროს, რომლის ერთ ნაწილში მოთავსებულია სხივური დიოდები, ხოლო მეორე ნაწილში ფოტოდიოდები, საშუალებით.

403 ge B 1996-07-01 published Sakpatenti

წყალი კონტროლი დონმზომი ფილტრი