ქართული სიტყვიერების განარკვი : დასაწყისიდან ჩვენს დრომდე /
შედგენილი და გამოცემული პეტრე მირიანაშვილის მიერ.
- 1929
- 220, VII გვ. ; 19 სმ.
ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმის კატალოგი. თავფურცელზე: „იოსებ გრიშაშვილს პატივსაცემად ავტორისაგან. 29. 3. VIII“. კანზე: „ი. გრიშაშვილზე, გვ. 199–202; ა. ჭ-ძე, გვ. 93“. თავფურცელზე: „ყარამნიანი, 84; თეატრონი, 86“. იქვე ავტორის გვართან: „დაიბ. 1861 წ. გარდაიც. 1940 წ“. გვ. 8–9 შორის დევს ქაღალდის ნაჭერი წარწერით: „სეით 1923 წ. რუბენ ვახტანგოვი“. გვ. 81. სადაც პეტრე ლარაძეზე, როგორც სარგის თმოგველის „დილარგეთის“ აღმდგენელზეა ლაპარაკი, მიწერილია: „სხვას არავის მიუქცევია ყურადღება“. გვ. 199. ხაზგასმულია სტრიქონები, სადაც ი. გრიშაშვილის შესახებ ნათქვამია, რომ მის ქნარს ახასიათებს „მოქალაქობრივი გრძნობა“, ჩამატებულია: „მამულიშვილური გრძნობებით შეზავებული. ი. გრ“. გვ. 201 მოყვანილ ი. გრიშაშვილის ლექსის არშიაზე მიწერილია: „აკლია 2 სტრიქ“. გვ. 216. სადაც ავტორი ჩამოთვლის ქართველ მსახიობებს, არშიაზე მიწერილია: „კოტე ყიფიანი. ვ. შალიკაშვილი“. ხოლო სადაც დრამატურგებია ჩამოთვლილი, მიწერილია: „შანშიაშვილი“. 7537. მირიანაშვილი პ. ძველი და ახალი ქართული შაირობა სადა ამბად. განმარტებითა XII და XIII ს. ს. წ. I. 1. იოანე შავთელი. 2. გრ. ჩახრუხაძე, 3. შ. რუსთაველი. თბ., 1915. თავფურცელზე: „მოსაკითხად ი. გრიშაშვილს. ავტორისაგან. 2. IX. 1916. ქ. ტფილისს“.
2მ.50კ.
ქართული ლიტერატურა ქართული ლიტერატურის ისტორია ქართული ლიტერატურის კრიტიკა