აკუსტიკური ბოჭკოვან-ოპტიკური ანტენა
= Acoustic Fiber-Optic Antenna : გამოგონების პატენტი = Patent for invention : (11) GE P 2003 3106 B : (51) G 01 S 3/80;
გიორგი ბეგიაშვილი, ლეონიდ აკოფოვი, ანდრო ბეგიაშვილი, შალიკო გვათუა.
- ქ. მცხეთა საქპატენტი პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45):2003 10 27 # 20
- გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი - 11 გვ. ; ფიგურა: 2.
– პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.
1. ტექნიკური შედეგი მგრძნობიარობის გაზრდა, დინამიკური დიაპაზონის გაფართოება. 2. არსი ანტენა შეიცავს ბოჭკოვანი შუქსატარებით შეერთებული ბოჭკოვან-ოპტიკური გა- დამწოდების პირველ და მეორე არხს. აკუსტიკური წნევის ზემოქმედებისას პირველი არხის თითოეულ გადამწოდში 3, რომელიც შეწყვილებულია მეორე არხის შესაბამის გადამწოდთან 2, წარმოიქმნება მიკროკლაკნილები, რომელთა ამპლიტუდა იზრდება წნე- ვის სიდიდის ზრდისას. მეორე არხის გადამწოდებში წინასწარ ფორმირებულია მიკროკლაკნილები, რომელთა ამპლიტუდა, აკუსტიკური წნევის ზემოქმედების გარეშე, მაქსიმალურია, ხოლო წნევის ზრდისას - მცირდება. მანძილი გადამწოდების წყვილებს შორის აკუსტიკური სიგნალის სამუშაო დიაპაზონის ქვედა სიხშირის ტალღის სიგრძის ნახევრის ტოლია და ბგერის მილევის სიგრძის ჯერადია. არხების შესასვლელები მიერთებულია მიმართულ განმაშტოებელთან 1, რომელიც ოპტიკურად დაკავშირებულია სინათლის წყაროსთან. არხების გამოსასვლელები ოპტიკურად დაკავშირებულია ფოტომიმღებებთან 4 და 5, რომლებიც მიერთებულია დიფერენციალურ გამაძლიერებელთან 6. 3. გამოყენების სფერო საზომ-საკონტროლო ტექნიკა.