TY - BOOK AU - მჭედლიშვილი, ი. TI - მეომარი პოეტი: [პიესა] PY - 1922/// CY - ტფილისი KW - ქართული ლიტერატურა KW - ქართული დრამატურგია KW - ქართული პიესები N1 - ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმის კატალოგი. თავფურცელზე წარწერა: „უნიჭიერეს პოეტს გრიშაშვილს სახსოვრად ი. მჭედლიშვილი. 1922–1924 აგვისტო. ტფილისი“. თავფურცელზე: „არის ისეთი წიგნი, რომელიც თვით შეიცავს რეცენზიას. ამ წიგნზე შეიძლებოდა გვეთქვა რამ, მაგრამ საგინებლად თავისავე სისულელე ეყოფა“. გვ. გვ. 12–13 შორის ჩადებულია ქაღალდის ნაჭერი მინაწერით: „მომქმედნი პირნი წარამარად შედიან და გამოდიან – სრულიად უაზრობაა. პიესა არც სასცენოა და მით უმეტეს წასაკითხი. თვითონ პოეტი რაღაც შეშლილს ჰგავს, ბავშვია. – 2. ერთი მონოლოგია და ერთ ლექსად იყო დაბეჭდილი. ... – ომია, ომი – ცალკე მოთხრობაა ამონაბეჭდი „ლეილასათვის“. ამავე ფურცლის მე-2 გვერდზე წერია: „წიგნში ბევრი კორექტურა დაბეჭდილი. ვერ... – რა ჰქვიან სათაურად“. გვ. 23. არშიაზე: „ეს დაბეჭდილი იყო: „მეოცნებე გოგი“. ცალკე იყო დაბეჭდილი“. გვ. 42. ტექსტში ხაზგასმულია სიტყვები: „ენას ჭალი მედება“, იქვე მიწერილია: „ჩემი სიტყვაა... რომ ვეკამათებოდი“. გვ. 54. ტექსტში ხაზგასმულია: „ეს ორი ბაგე იმისთვის ღაღადებენ ქალწულებრივი ცეცხლით, რომ ზედ შავი ასოებით ეწეროს უნამუსოო?“ არშიაზე: „ოტელოდან“. ამავე გვერდზე ხაზგასმულია სიტყვები: „ამ ხელებმა სატაცურივით ნაზმა“, არშიაზე: „ჩემია. უთხარი ნინო...“ მეორე ცალის თავფურცელზე: „ეს წიგნი ანიკოს ეკუთვნის ნიშნად იმ... რა ვთქვა , არ ვიცი, ღმერთმანი! ნიშნად ყველაფერი კარგისა და... ცუდი, ღმერთმანი, არაფერი ჩამიდენია, გარდა საქვეყნო საქმისა. ბევრს რასმე დავწერდი ანიკო აქ, მაგრამ ცოდოა ამ წიგნის ყდა და ამასთანავე არც ეტევა ზედ. ი. მჭედლიშვილი. 1922–3 მაისი. გენუის მეოცდაოთხე დღე“. იქვე ქვემოთ: „ვიყიდე ბაზარზე 1931 10 V. ი. გრ.“ ER -