ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმის კატალოგი. სუპერზე: „ი. გრ., გვ. 105“. შმუცტიტულზე: „ი. გრ., გვ. 105-6. (იხ. „ქართ. მწერ.“). ლეონიძესაც აქვს რითმა – 19, 56, 44“. გვ. 44. ხაზგასმულია სარითმო სიტყვები: „იარა“ და „იარაღს“, მიწერილია: „იხ. გვ. 56“. გვ. 52. მოხაზულია პირველი სტროფი, მიწერილია კითხვის ნიშანი, არშიაზე: „საზოგადოთ მთელი ლექსი დაწერილია ჩემი „ხასა“-ს ზეგავლენით. ი. გრ.“ გვ. 56. ხაზგასმულია სარითმო სიტყვები: „იარას“ და „იარაღს“, მიწერილია: „ლეონიძესაც აქვს ეს რითმა იხ. წიგნის გვ. 44“. გვ. 105–106 ხაზგასმულია; „აქ გრიშაშვილი იქ აბაშელი და შემდეგ – რაზმი მოშაირეთა!“ „მათი ცხოვრება მოგავს პანთეონს, სადაც ლანდია მკვდარი ჩონჩხების...“ არშიაზე კითხვის ნიშანი და მინაწერი: „პანთეონი მარტო სასაფლაო როდია. მოშაირევ! ი. გრ. 1929. 23. VI“.