მშრალი ფხვნილის საინჰალაციო სისტემა ტრანსპულმონარული შეყვანისათვის = DRY POWDER INHALATION SYSTEM FOR TRANSPULMONARY ADMINISTRATION : გამოგონების პატენტი = Patent for invention : (11) GE P 2007 4268 B : (51) A 61 M 15/00 (IPC, 2006) / აკიტსუნა აკაგი, იუიჩირო ფუკუნაგა, შიგერუ იბარაგი, ჩიკამასა იამაშიტა. - ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 2007 12 25 # 24. - გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი - 141 გვ. ; მუხლები: 8 დამოუკიდებელი; 46 დამოკიდებული; ფიგურა : 19.

- პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.

მოცემული გამოგონება ეხება მშრალი ფხვნილის საინჰალაციო სისტემას ტრანსპულმონალური შეყვანისათვის. სისტემა კომბინაციაში შეიცავს:
(1) ჭურჭელს, რომელშიც მოთავსებულია აქტიური ინგრედიენტის ერთჯერდი დოზის შემცველი გაყინვით გამშრალი კომპოზიცია, რომელსაც აქვს:
(I) არაფხვნილოვანი, კვერისმაგვარი ფორმა,
(II) დეზინტეგრაციის ინდექსი 0,015 ან მეტი, და
(III) იმის უნარი, რომ, სულ მცირე, 1 მ/წმ ჰაერის სიჩქარისა და, სულ მცირე, 17 მლ/წმ ჰაერის ნაკადის ხარჯის მქონე ჰაერის ბიძგის ზემოქმედებით გარდაიქმნას 10 მიკრომეტრი ან 10 მიკრომეტრზე ნაკლები საშუალო დიამეტრის მქონე წვრილდისპერსიული ნაწილაკების, სულ ცოტა, 10%-იან ფრაქციას, და
(2) მოწყობილობას, რომელიც შეიცავს საშუალებას, შესრულებულს ჭურჭელში გაყინვით გამშრალი კომპოზიციისაკენ აღნიშნული ჰაერის ბიძგის მიმართვის შესაძლებლობით, და საშუალებას წვრილდისპერსიულ ნაწილაკებად გარდაქმნილი, გაყინვით გამშრალი კომპოზიციის ფხვნილის ფორმით გამოსაფრქვევად.

4268 ge B 2007-12-25 published Sakpatenti

მშრალი ფხვნილი საინჰალაციო სისტემა ინჰალაცია პრეპარატი