TY - BOOK AU - ჯავახიშვილი,მიხეილ AU - კეცხოველი,ს. AU - გაბაშვილი,გიგო AU - კროტკოვი, ვ. TI - არსენა მარაბდელი: რომანი (ავტორისვე შენიშვნებით) PY - 1932/// CY - [ტფილისი] : PB - სახელგამის გა-მა KW - ქართული ლიტერატურა KW - რომანი N1 - ფორზაცის მე-2 გვ. წარწერა: „დიდ პოეტს. მკვლევარს, ქართული სიტყვის ჭირისუფალს – სოსო გრიშაშვილს – მიხეილ ჯავახიშვილი. 7/II. 1933.“ ყდაზე: „ა. ჭ-ზე(?). (იხ. ბოლო ფურც.)“ ფორზაცის 1-ლ გვ.: „ა. ჭ-ძეს დაავალეს ნიკო ფალავანდიშვილთან წასვლა. გვ. 557. გასცა?“ იქვე ჩაკრულია რვეულის ფურცელი წარწერით: „მ. ჯავახიშვილისათვის „ოთარ ამილახვარი ხანჯლის ერთის დაკვრით თავს აგდებინებდა ძროხას ან ხარს“ (რაც უნდა დიდი ყოფილიყო). (ნ. ლომოური: „წინაპართა აჩრდილი“, მოთხრობები 1926 წ., გვ. 423)“. ფორზაცის მე-2 გვ.: „(იხ. ჩემი შენიშვნები ბოლოში). შეთქმულება 1832 წ. გვ. 548-იდან. ერთადერთი, გვ. 288-დან. სოფიო თუ სალომე. ა. ჭ-ძე ყომარბაზი 418. ა. ჭ-ძე და „ფარული საზოგად., 492, 498, 545, 555, 583. ამ წიგნზე წერილები: 1. შ. რადიანი. „არსენა მარაბდელი“ („კომუნისტი“, 1933 წ., № 86). 2. ს. ხუნდაძე. („ლიტ. გაზეთი“, 1933 წ. № 10). 3. ბ. ბუაჩიძე. („Лит. газета“, 1933 წ., № 20) 4. მ. ჯავახიშვილი „როგორ ვწერდი“ („დროშა“, 1933 წ. № 9). 5. დია ჩიანელი „არსენა მარაბდელი“. („საბჭოთა მწერალი“, – ქუთ., 1933, № 1–2). 6. ბ. ბუაჩიძის წიგნი „კვაჭიდან – არსენამდე“, 1933 წ.“ შმუცტიტულის პირველ გვერდზე: „ეს არსენა გაკეთებულია ზ. ჭ-ძის და მ. გაჩეჩილაძის ამბებიდან. (პირველი ნაწილი) – იქაც შეცდომაა და აქაც. ი. გრ.“ შმუცტიტულის მე-2 გვერდზე: „ლევ. მეტრეველი მწერს ქობულეთიდან: „ბიჭო, ლიტერატურის კურიოზებისთვის გამოგადგება: აქ გავიგონე ახალი წყევლა: „ოი, შენამც წაგიკითხია არსენა მარაბდელიო“. (1933 წ., 12/IV) ი. გრ.“ აქვე მიკრულია ამონაჭერი. „ლიტ. გაზეთი“, 1933 წ., V 10 – სათაურით: „დისპუტი არსენა მარაბდელზე.“ წიგნში ჩადებულია დიდი ზომის თეთრი კონვერტი, რომელშიც არის: ღია წერილი. ამონაჭრები გაზეთებიდან. გაზეთის ცალები და თეთრი ქაღალდის ნაჭერი შემდეგი წარწერებით: „არსენა-დუგლას ფერბენკსს ჰგავს. (იხ. კინო-სურათი „ზეროს შვილი“ (დონ-კი). კარგი იქნება კინოში, რომ გადაიღებენ ჩვენს არსენას – ფერბენკსს მიჰბაძონ. ი. გრ.“ ღია წერილი: „ტფილისი. გრიშაშვილს სოსოს. გულდაგულ ხარფუხში. ალგეთის ქ. № 1. სალამი და სიკეთე სოსოს. უცნაური სიზარმაცე დამჩემდა ამაოების გრძნობასთან ძმად-გაფიცული. ამის გამო აქამდის ვერ მომიხერხებია გულწრფელი სალამი გავუგზავნო ისეთ, თუმცა დაშორებულ, მაგრამ მაინც უმახლობელეს მეგობარს – როგორც შენ. ბიჭო! ლიტერატურის კურიოზებისთვის გამოგადგება: აქ გავიგონე ახალი წყევლა: „ოი, შენამც წაგიკითხია არსენა მარაბდელიო!“ ჩამოვალ თვის მიწურულში. იყავი შახიანათ. ლევან. მართლა: რამდენი ხანია ჩემ დედოფალს გადავეცი შენთვის ყარაჩოღული სიტყვების სია. მიიღე თუ არა? ლევან“. წერილის მე-2 გვ.: „ლევ. მეტრეველისგან“. ამონაჭერი „ლიტ. გაზეთი“-ს 1933, მე-7 ნომრიდან სათაურით: „ამხ. მ. ჯავახიშვილის სიტყვა.“ ამონაჭერი „ლიტ. საქართ.“, 1937. № 19. 24 აგვისტო. ბეს. ჟღენტის წერილით „მოღალატური სიტყვა და საქმე“. კონვერტში დევს „ცნობის ფურცელი, სურათებიანი დამატების“ 1903 წ. 9 ნოემბრის გაზეთი, სადაც მოთავსებულია მ. ჯავახიშვილის (მ. ადამაშვილი) ლექსი „ოცნების ტალღები“. ჟურ. „საქართველოს მოამბის“ 1910 წ. 1/I, მე-10 ნომერში მ. ჯავახიშვილის (მ. ად-ლი) წერილით „მოპასანი და მისი ცხოვრება“. ჟურნალის პირველ გვერდზე მოხაზულია ადგილი, გვერდზე მიწერილია: „გარნა“ მ. ჯავახიშვილს „გარდა“ ჰგონია. გარნა – მაგრამ. ი. გრ. იხ. მეორე ფურცელზედაც, გვ. 6.“ გაზეთ „ახალგაზრდა კომუნისტი“-ს, 1936 წ. 4/X. მე-229 ნომერი – ზევით არშიაზე: „დესეტნიკი?“ (ქართულ ენაზედაც) გვ. 2.“ წარწერები წიგნის ბოლოს ფორზაცზე: 1. 1. გვ. 603. სალომე ჭ-ძე. 2. 20. ფილალდელფოს კიკნაძე აუგადაა ნახსენები. გვ. 86–88. 21. დოსტი, 71, 91, 21. უზურში, 93. 22. ლორის მელიქოვი. ამ დროს ლორის მელიქოვი, მიხეილი პატარა იყო, გვ. 93 და შეცდ. გასწ., 599. 23. ჯან და დაიწვას შენი დამწველი, გვ. 78, 95. 24. ნელცოფა (ლენცოფა), გვ. 101. 25. ხორხი (?) მტვრად ადის ჰაერში. გვ. 559. „ეს ლექსი ა. ჭ.-ძესი კი არა ბესიკისაა. გვ. 545. კრივი და ზავილეისკი. 2. 1. საარს ზურნაზე და დუდუკზე უკრავენო, გვ. 601. ზურნა მთელი დასტაა, საარს დუდუკზე უკრავენ მხოლოდ. 2. სეიდაბადი – ორთაჭალააო. (გვ. 600). 3. გვ. 1. წერია „პირყვითელმა“, სჯობდა „ყვიციანმა“. 4. „პირველ თავში“ გრიგოლ ორბელიანი პატარა იქნებოდა. 5. სიათა თოფია? (გვ. 15). 6. „შეალაჯა“. გვ. 54, 58, 62, 63, 66, 67, 70, 73, 84, 85, 116, 118, 120, 134, 135, 136, 143, 152, 181, 191, 200, 225, 251, 283, 331, 333. პაწაწა პანტა? გვ. 44. 7. ფეშტამალი – სალფეტკი არ არის, გვ. 47. არდაგი სჯობს. ფეშტამალი – წინსაფარი, იხ. ს. მაკალათიას „მთიულეთი“, გვ. 110. 8. ყავლი თუ ყავნი, გვ. 52. 9. ფარსაგი – არ არის მანძილი. 28. 10. განჯინა თუ წალო? გვ. 48. 11. სითიკანი უნდა და არა სითაკანი. სითიკანი ადგილი, სადაც მამამთავარი ჯდება და არ საჯდომი, გვ. 43. გვ. 157 – აქ „სითაკანი“ სწორედაა. 12. ულვაში აიგრიხა, გვ. 3, 4, 22, 48. 13. „სიათა თოფი? (გვ. 15). 14. დაუწია ხმასაც, თავსაც, გვ. 35, 56. 15. ზესტაფონელი ღამბაშიძე?!? (გვ. 71 და 524). 16. მანანა და კოცნა? გვ. 51. 17. ლაცაბიძე თუ ლაბაძე. გვ. 43. ლაცაბიძე. გვ. 315. შროშელი „ლაბაძე“ უნდა და არა შორაპანელი „ლაცაბიძე“ (გვ. 431). 18. უნდილად, 63. 77. 19. მუხამბაზების ლანძღვა, გვ. 771. 3. 20. ალთაფა, გვ. 109 (ხელსაბანი – დ. ჩ-ს). 21. აღსაჰკალი, გვ. 111. 22. მართვი, გვ. 115, 174 (არწივის ბღარტი). 23. დონდლო – გვ. 117. 24. ჩიტირეკია – 135. 25. თაღარი, 141, 211. 26. მერეშა ჯოხა, 141. 27. ვაინაჩრობით, 142. 28. ხუშტურები, 151. 29. ნუღა თუ ნუღლი, გვ. 153. 30. პუშკინის ლექსი ერმოლოვზე. გვ. 158. 31. ქოისტანი. 32. ხუდავერდოვის ფონი(?) გვ. 159. (რა შუაშია ახალი ხუდავერდოვი?). იხ. გვ. 210. - აქ თარიღია. 33. დოსტი, გვ. 71, 91, 161, 168, 71, 391, 559. 34. არჯალი. 166, 239. 35. მეთანაღრება, 168. 4. ძალო, გვ. 169. ბოვრი, (?) 173. ბოლოშავა – ბოლოცეცხლა, 174. ჩობანყაურმა, გვ. 175. (მეცხვარეთა) კერძი რაგუ, ლუტი, 175. ყარამანიანი, გვ. 177. ორხუა, გვ. 178. (-საიათნოვასაც აქვს). მიამიტი. 180, 238, 439. ბოღლამა, 181. ბოღლიწო, 181. აკვართული, 181 – ჭიდაობის ტერმინი – „კვართი“-დან. აკვალთული „კალთიდან“. ყაფარი, გვ. 183. 5. ართურმა, სალაობა, დამიკარი (?) ჰაგანგალა. ჩილიკა-ჯოხი, გვ. 184. დალიხჩი. 200. ლოპიანა, გვ. 211(?) 233. ბელგა, 227. გავეშებული, 253. ქარაქუცა ხალხი, 255. მუღამი, გვ. 260. გვ. 288 – აქტი ზონიერი და ქრისტეს წევრობა. ცულის და ხის ზღაპარი, გვ. 296. უზურში, გვ. 93, 310, 317, 438, 534. 6. ალიშველიში, შოთას აქვს ჩუბაჩობა, აღებ-მიცემობა, ვაჭრობა – გვ. 322, 444. ვეჯი – გვ. 326. ზანზალაკი, 337. ჩათლახი – 348 (იმერულად განმარტა). ბედასლი, 351. ნუღლი – Нуга, რაჰათ-ლუხუმი. გვ. 351. ეთანაღრება, 352. ნიშატი(?) გვ. 356, 578. ღაზო – 366, ეჭვია. მე მგონია შოთას ღაზო – შური აქვს. ოხჩუმი, გვ. 373. ბედენა, 374. კაკაჩი – 376, აქ მთვარე. ღამე მთვარით (საბა). ჯალაბ-ჯულაბი, 388. ბეჩარა, 392. ცინგლიანი – Сопляк, 404. ასასი. 414. ნიშატი, (შეცდომით აქვს ნახმარი) 431. წერილი ნაპოლეონთან, 436. თუღი, 440. ბირდაბირი, 448. იათაგანი, 463. ანაპა, გვ. 492. მატური, 512. უჟაპუნებდა, გავეშებული, 512. ჯუჯღუნი, 529. ჭიტლაყი. 530, 522. ბოლთის ცემა, 530. გატყეპილი, 532. იქლეტავს, 538. ფორზაცის მე-4 გვერდზე: „შუალაჯა“, 357, 389, 396, 397, 407, 429, 445, 470, 529. ყველაფერში პირველობა არსენას? 1. ჭიდაობა, 2. დოღი, 3. ბატონყმობის მოსპობის ინიციატორი, 4. მელიის ცოცხლად დაჭერა. 5. (ეს 100 გვერდში) ამდენი ეშვი რა ღვთის წყრომაა. კრაველი, 34. სითიკანი, 43. ნუზღი, 67, ხაფი, (ხმა – 81(შოთა) – ბრძოლის ხმა. მეკობრე – ზღვის ყაჩაღია. თევზ კობრის დამჭერი და არა ჩვეულებრ. სულერთად „ხილი“, 304. სუმბათაშვილების ამოწყვეტა და ცრუ ყაჩაღის დაჭერა არსენას მიერ. იხ. „ივერიაში“ (წიგნ.) 1884 წ., № 5–6, გვ. 148. ამ რომანში ყველანი ალაჯებენ. ი. გრ. რამდენჯერ არის სიტყვა: „გაალაჯა“. ლაცაბიძე თუ ლაბაძე, გვ. 43.“ ყდის მე-4 გვ. ქაღალდის ნაჭერი წარწერებით: „მიალაჯებდასთვის (მ. ჯავახიშვ.) დიდ ნახტომს აკეთებდაო – ეს რუსულიდანაა – Делал большие прыжки ქართულად იტყვიან „მიალაჯებდა და სხვ. (იხ. მოსე ჯანაშვილის წერილი ერთი პედაგოგის წიგნზე, „ივერია“, 1893, № 169)“. გვ. 1. ხაზგასმულია სიტყვა: „ფორს“, წერია: „ფორი – მოედანი“. გვ. 5. ხაზგასმულია: „კურკა მელექსე გრიგოლი“, წერია: „გრ. ორბ.“ გვ. 7. ხაზგასმულია სიტყვა: „შარა“, არშიაზე: „შარა თუ ჩარა.“ გვ. 8. ხაზგასმულია და მოხაზულია: „ოდნავ კოჭლობდა ცალ ფეხზე“, მიწერილია: „ორფეხზე შეიძლება კოჭლობა?“ გვ. 16. ხაზგასმულია: „კატო“, მიწერილია: „ზაალ ბარათაშვილის ქალი კატო ალ. ორბ. ჰყავდა? 1827“. გვ. 21. ხაზგასმულია და მოხაზული ადგილი, მიწერილია: „ნ. ბარათაშვილის მამა სურთუკს იცვამდა?“ გვ. 28. ხაზგასმულია: „ფარსაგს“, გვერდზე კითხვის ნიშანი, არშიაზე წერია: „ფარსაგი, საშუალო კეთილისა და ავისა“ (საბა, გვ. 270). ფარსაგი – ეჯი ერთ დღის სავალი გზა. (იხ. „შაჰნამე“, გვ. 834)“. გვ. 29. ჩაკრულია და ჩადებულია ქაღალდის პატარა ნაჭრები წარწერებით: „1. საფარსაგო პირფერობა, უკან ძრახვა. არა თქმულა საფარსაგო, სჯობს ტყუილით ქვე ყოფნასა, ზე სამართლით ავიბარგო. 2. თუ ფარსაგია ვინმე, რაღას მოუცდი ბარემ ჯვარს გადავწერ. (ს. მგალ. I. 182). 3. აგერ თორმეტი წელიწადია ერთი ფარსაგი მოთამაშე ქალი აღარ გამოსჩენია და არც შედის ჩვენს სცენაზე, თუმცა არ ვიცით – კი რა მიზეზით. („ივერია“, 1889 წ., № 266, გვ. 1). ფარსაგი აქ კაბის მნიშ. 4. ფარსაგსა შინა ადგილს მდებარეობდა. „Стоял до сего изрядном месте“. („კრებ.“, 1871 წ. № 3, გვ. 18 და რუსული, გოგოლის წიგნი, გვ. 385). 5. „ფარსაგი“. აქ მოყვანილი ლექსის სტროფის ქვეშ: („ივერ.“, 1890, № 168)“. გვ. 33. მოხაზულია, ხაზგასმულია ადგილები. არშიაზე კითხვის ნიშანი და მიწერილია: „იავარჰყვეს“. გვ. 34. ხაზგასმულია „ახალდაბისკენ“, წერია: „როდის დაერქვა? ამ მხარეს ეს სახელწოდება?“ გვ. 38. ხაზგასმულია ადგილი, წერია: „გასათხოვარი ქალი ასე არ იტყვის „თავისას გაიტანდა“. გვ. 39. მოხაზულია: „დარო“, არშიაზე: „დარო ბოლონდელი, ძველად დარია იქნებოდა“. ხაზგასმულია: „მიჰქარე“, მიწერილია კითხვის ნიშანი, არშიაზე წერია: „80 წლის დედამ შვილს მიჰქარე უთხრას“. გვ. 42. მოხაზულია: „ზაფრანით“, მიწერილია: „ზაფრანა ცუდი შედარებაა“. გვ. 44. ხაზგასმულია: „პაწაწა პანტის“. არშიაზე წერია: „პანტა-პანტაა. ალბად ჯერ ჰქონდა პატარა მსხალი, მსხალი წაშალა და პანტა ჩაწერა, პაწაწა დარჩა“. ხაზგასმულია და მოხაზული სიტყვები. გასწვრივ დასმულია კითხვის ნიშნები. გვ. 60. მოხაზულია ადგილი, მიწერილია: ალგეთი განა ისე დიდია, რომ თავი დაიხრჩოს კაცმა?“. გვ. 64. ხაზგასმულია: „უებრად“, არშიაზე: „აქ შეუფერებელია ეს სიტყვა“. გვ. 71. ხაზგასმულია ადგილები, არშიაზე წერია: „ძველ ამბავს ახალი დროით წერს! ზესტაფონი კი არა, „ზედაფონი“. როცა ეს ამბავი ხდება, მაშინ ზესტაფონი საცხოვრებელი ადგილი იყო? ზესტაფონში რკინისგზა თუ არ ვცდები 1860 წელს გაიყვანეს და გაკეთდა პატარა დაბა ზედაფონთან და ეწოდა ზესტაფონი. მანამდე (1860 წლამდე) აქ უდაბური ტყე და ჭაობები იყო. 1830 წელს ზესტაფონში არავითარი მოსახლეობა არ იყო და მაშასადამე არც ღამბაშიძეები იქნებოდნენ. ღამბაშიძების სამშობლო სოფ. შროშაა“. გვ. 81. არშიაზე: „ეს სიმღერების ჩართვა „არტამანოვების საქმიდან“ არის, იქ უხდება, აქ გაჭიანურებულია“. ხაზგასმულია და მოხაზული: „ბატონის სახლში კუბოსა, ცრემლსა და მწუხარებასა“, მიწერილია: „ეს 1830 წლებში არ არის ნათქვამი – ვერ გაბედავდნენ.“ გვ. 82. მოხაზულია ორი სტროფი, გვერდზე წერია: „ეს ხალხური არ არის“. ტექსტში ხაზგასმულია და მოხაზული: „ცალთვალას ბრუტიანი თვალი“... არშიაზე წერია: „ღვთისავარს არ ეკადრება „ბრუტიანი“, ეს სიტყვა ირონიით ითქმის. (გაიხსენეთ შექსპირის. „ელამი თვალი“). გვ. 84. ხაზგასმულია: „აიაზმა“, გვერდზე წერია: „გლეხი და აიაზმა?“. ხაზგასმულია და მოხაზული: „ზეკუციას“. არშიაზე მიწერილია: „ზეკუცია“. იყო 1830 წელს?“ გვ. 90. ხაზგასმულია: „მადათოვთან“, არშიაზე წერია: „მადათოვი ამ წლებში იყო?“ მოხაზულია ადგილი, არშიაზე მიწერილია: „იხ. გვ. 71, 599, ეს აქტი კარგი ქართულითაა დაწერილი“. გვ. 94. ხაზგასმულია ადგილები, გვერდზე მიწერილია: „გვ. 78. ეს ლექსიც ხომ ა. ჭ-ძე-სია?“ გვ. 105. მოხაზულია ადგილი, არშიაზე წერია: „ე-ი. მთელი ჯარი არსენას მოუნდა რაღა?“ გვ. 107. ხაზგასმულია: „საბეჭურებმა“, არშიაზე მიწერილია: „იხ. საბა – იქ წამოსასხამი“. გვ. 110. მოხაზულია ადგილი, არშიაზე წერია: „ფილადელფოსი აბეზღებს?“ გვ. 111. ხაზგასმულია: „მოჰკლა და დაჰკოდა“, მიწერილია: „და დანარჩენი? ჯერ მოჰკლა და მერე დაჰკოდა?“ გვ. 118. გვერდი მოხაზულია და მიწერილია: „ამ ხარზე ბევრია ლაპარაკი“. გვ. 122. მოხაზულია გვერდი, არშიაზე: „ანდაზები“. გვ. 159. ხაზგასმულია და მოხაზული: „დეკემბელები“, არშიაზე მიწერილია: „რაღა ეს სიტყვა გააქართულა ზაალმა?“ გვ. 162. ხაზგასმულია ადგილი, მიწერილია: „კარგია“. გვ. 175. ხაზგასმულია და მოხაზული სიტყვები, არშიაზე: „ყაჩაღები და პარსვა?“. მოხაზულია ადგილი: „გუშინდელ მწვადსაც დააყოლებენ“, მიწერილია: „მწვადი მეორე დღეს? იქნებ ბასტურმა?“ გვ. 177. ხაზგასმულია და მოხაზული ადგილები, არშიაზე მიწერილია: „არასოდეს „სიბრძნე-სიცრუეს“ ხარხარი არ მოჰყვება“. გვ. 178. ხაზგასმულია და მოხაზული ადგილი, ზემოთ წერია: „ეს სულ სიბრძნე-სიცრუის წაკითხვის დროს?“ მოხაზულია: „სალმუნობა“, გასწვრივ დასმულია კითხვის ნიშანი. მოხაზულია: „ექსპრომტით“, არშიაზე წერია: „ეს სიტყვა აქ ზედმეტია. „უცები“. „მუნასიბი“, სჯობდა“. გვ. 180. ხაზგასმული და მოხაზულია ადგილი, მიწერილია: „ტყეში აიაზმას წყალი?!“ გვ. 181. ხაზგასმულია: „ქალამნებს ჰქსოვენ“, მიწერილია: „თუ ასხავენ?“. გვ. 187. ხაზგასმულია ადგილები, მოხაზულია გვერდი, არშიაზე წერია: „ეს ალავერდის დღესასწაულია? თუ...“ გვ. 190. მოხაზულია: „ჭაბუკებსაც“, არშიაზე: „ეს რომელ ჰასაკშია“ ალბად უნდა ეთქვა „ყმაწვილებს“. გვ. 193. ხაზგასმულია ადგილი, გასწვრივ კითხვის ნიშანი. გვ. 199. არშიაზე: „განა ბელადი ასე მარტო დადის? ასე ებმება ხიფათში? (იხ. 200)“. გვ. 200. ხაზგასმულია ადგილები, არშიაზე: „განა არსენა ამისთანა ცხენს მოშორდება ან ასე მალე დანებდება? ან მარტოკა როგორ“. გვ. 201. არშიაზე: „გამოუშვეს „ძმადნაფიცებმა“. ეს სულ ავტორის ფანტაზიაა და არაა აქვს დამაჯერებლობა“. გვ. 203. მოხაზულია აბზაცი, ხაზგასმულია ადგილები. არშიაზე წერია: „კარგი ხელისუფლება ყოფილა! ეს რა იდეოლოგიაა“. გვ. 209. მოხაზულია სტრიქონი, არშიაზე: „მეტი საქმე არა ჰქონდა პასკევიჩს“. გვ. 210. ხაზგასმულია ადგილები, მოხაზულია ნახევარი გვერდი. არშიაზე: „ეს ამბები მაშასადამე 1827 წელს ხდება“. გვ. 211. ხაზგასმულია სტრიქონები. გვერდზე კითხვის ნიშანი. გვ. 213. ბოლო სტრიქონები მოხაზულია, გასწვრივ წერია: „რომელი მედუქნე დაღუპავს თავის თავს? ლოპიანაც გაურევოლუციონერებია“. გვ. 218. ხაზგასმულია სტრიქონი, გასწვრივ მიწერილია: „რა შედარებაა! მხატვრული“. გვ. 219. მოხაზულია მთელი გვერდი, არშიაზე წერია: „ამდენი ლაპარაკი რაღა საჭიროა მერე ამ დროს!“ გვ. 220. პირველი აბზაცი მოხაზულია, გვერდზე წერია: „ამ სიტყვებს არა აქვს დამაჯერებლობა“. გვ. 222. აბზაცში ხაზგასმულია ადგილები. არშიაზე: „როსტომმა უამბო არსენს მარაბდის ამბავი?“. გვ. 224. ნახევარი გვერდი მოხაზულია, გასწვრივ მიწერილია: „ზაალი არ გამოვიდოდა აივანზე!“ გვ. 226. ხაზგასმულია სიტყვა: „ხალხური“, გვერდზე კითხვის ნიშანი. არშიაზე მიწერილია: „ეს ლექსი სულ სხვანაირად არის ხალხურად. ი. გრ.“ გვ. 228. ხაზგასმული და დანიშნულია ადგილი, არშიაზე წერია: „ლაცაბიძეს ეშვებს“ ხომ ქალაქში ყველა იცნობდა? ხაზგასმულია სტრიქონები, არშიებზე კითხვის ნიშანი. გვ. 229. ხაზგასმულია სტრიქონი, არშიაზე: „ჩანახს როგორ აგანიერებდა?“. გვ. 233. არშიაზე: „არსენა ყველაფრის შემძლე ყოფილა?!“ გვ. 234. ხაზგასმულია: „კახპა“, გვერდზე მიწერილია: „კახპა კაცზე ითქმის?“. იმავე გვერდზე ხაზგასმული და მოხაზულია ადგილი, მიწერილია: „ყველაფერი ისე ხდება, როგორც ავტორს სურს“. გვ. 235. ხაზგასმულია ადგილები, არშიაზე: „რა შუაშია თადეოზის ძმა, თუ თადეოზზეა ლაპარაკი. ილია ჭ-ძის სიმამრი?“. გვ. 238. ხაზგასმულია: „აქლემი“. გვერდზე მიწერილია: „ჰასანამ რაღა იცოდა, რომ იმ კაცს მეტსახელად „აქლემი“ ერქვა?“. გვ. 244. მოხაზულია ადგილი, ხაზგასმულია სიტყვები, გასწვრივ კითხვის ნიშანი. გვ. 246. მოხაზული და ხაზგასმულია სტრიქონები, არშიაზე წერია: „აფსუს ქართულო შედარებავ?“. გვ. 254. მოხაზულია ადგილი, ხაზგასმულია სტრიქონები, მიწერილია: „ეს ლეგენდა პირველად ა. ფრონელმა შექმნა“. გვ. 260. ხაზგასმულია: „მუდრეგები“. მიწერილია: „აქ მუდრეგი – უადგილოა“. გვ. 261. ხაზგასმულია სტრიქონები, მიწერილია: „მაშ პირი უნდა დაეკოცნათ!“ გვ. 264. ხაზგასმულია და დანიშნულია ადგილი, მიწერილია: „შეიძლება უშვილო ქალს რძე ჰქონდეს?“. გვ. 266. ხაზგასმულია სტრიქონები, მიწერილია: „რა ბელადის სტილია?“. გვ. 267. ხაზგასმულია ადგილი. გვერდზე კითხვის ნიშანი. გვ. 268. აბზაცი მოხაზულია, გასწვრივ მიწერილია: „კარგია“. გვ. 270. მოხაზულია ადგილი, მიწერილია: „ყველაფერი ეს სად? ზეიმია თუ...“ გვ. 271. მოხაზულია ორი სტრიქონი, მიწერილია: „მაშასადამე მისი ამხანაგები ხმამაღლა „ტირიან და ჰბუზღუნებენ“. გვ. 274. მოხაზულია ლექსის სტროფი, მიწერილია: „ავტორის ლექსია?!“. გვ. 276. აბზაცი მოხაზულია, ხაზგასმულია ადგილები, გასწვრივ არშიაზე: „ამ სცენას არა აქვს დამაჯერებლობა“. გვ. 278. მოხაზულია ადგილი, ხაზგასმულია სტრიქონები, არშიაზე წერია: „არსენას ხომ ეძებენ? სუმბათოვის გალახვის შემდეგ, კიდევ აქ მკის და დროს ჰკარგავს? ხომ შეეძლო სუმბათოვს შეეტყობინებინა მთავრობისათვის? რა დროს ქეიფი და მკაა?“ ხაზგასმულია სტრიქონი და მიწერილია: „რატომ? ჰასანას მიერ გათოკვა რატომ იუკადრისა? რომელი უფრო სირცხვილია“ ER -