ნიკოლაძე, ნიკო

რჩეული ნაწერები : ტ. 2 : პუბლიცისტური წერილები, 1870-1877 ( ქართული კლასიკური მწერლობა) / ნიკო ნიკოლაძე ; სიმონ ხუნდაძის რედაქციით, წინასიტყვაობით და შენიშვნებით. - ფედერაცია, 1932 - [XXIV],417,[2] გვ. - ქართული კლასიკური მწერლობა .

ყუაზე: ნიკო ნიკოლაძე. II. (ოქროს ვარაყიანი ასოებით) თავფურცელზე: "MCMXXII" ბიბლიოგრაფია: ლიტერატურა ტექსტში და სქოლოებში ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმის კატალოგი- ტ. 2. პუბლიცისტური წერილები. 1870–1877, 1932.
სუპერზე: „ს. ხუნდაძის რედ. ასწორებს შეცდომას კ. ლორთქიფანიძეზე, გვ. 415. ი. გრ.“
სუპერის მეოთხე გვ.: „1. დროების“ გვ. 385. 2. მშვიდობით, გვ. 397. და 107. 3. ანდრეევსკის ქალის სიკვდილი, გვ. 408.“
გვ. 408. ანდრეევსკის ქალის მკვლელობის შესახებ ხაზგასმულია და მიწერილი: „გვ. 404. არის ცალკე წიგნად“.
გვ. 373. ხაზგასმულია: „დიდი ნაწილი აქ მოთავსებული“... და მიწერილია: „იქნება არ უნდოდა.“
გვ. 374. მოხაზულია სტრიქონი და მიწერილია: „ზ. ჭ-ძის გამოც.“
გვ. 378. უკანასკნელ სტრიქონს მიწერილი აქვს ლექსი „ძლიერ დაეცა წვერის მაზანდა“.
გვ. 390. რკალშემოვლებულია: „პ. უმიკაშვილის სახსოვრად“. მიწერილია: „შიგ „სამზადისია“. ამ კრებულში ფ. გოგიჩაიშვილის წერილია“.
გვ. 405. ხაზგასმულია: „ალექსანდრე ჭყონიასი (1855–1907 წწ.) ნათარგმნი იტალიელ და სხვა მოგზაურთა ნაწერები“, მიწერილია: „სახელდობრ?“.
გვ. 407. ხაზგასმულია: „ლექსებში იგი დაჰგმო ი. ჭავჭავაძემ და აკაკიმ“, არშიაზე კითხვის ნიშანი და მიწერილია: „გაბრიელ ეპისკოპოსმა. იხ. „მოამბე“.
ამოჭრილი ჟურნალიდან ინჟ. ვ. კაკაბაძის „ნიკო ნიკოლაძე. 1843–1928 წწ. (ნეკროლოგი)“, მინაწერით: „ტექნ. და ცხოვრება“, 1928, № 3, ი. გრ.“


პუბლიცისტური წერილები

821.353.1-92