ავთვისებიანი ახალწარმონაქმნების დიაგნოსტიკის ხერხი = Method for Diagnostics of Malignant New-Formations : გამოგონების პატენტი = Patent for invention : (11) GE P 1997 985 B : (51) G 01 N 33/48 (IPC, 2006) / ირაკლი თოფურიძე, დავით ხაჩიძე, იოგორ კალანდაძე, ჯამლეტ მონასელიძე, მიხეილ გაბადაძე. - ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 1997 05 15 №7. - გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი - 4 გვ. ; 1 ფიგ.

– პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.

გამოგონება განეკუთვნება მედიცინას, კერძოდ ონკოლოგიას და ეხება ავთვისებიანი ახალწარმონაქმნების დიაგნოსტირებას.
გამოგონების ტექნიკური შედეგია დიაგნოსტიკის პროცესის გამარტივება, მისი სისწრაფისა და სიზუსტის ამაღლება.
ავთვისებიანი ახალწარმონაქმნების დიაგნოსტიკისათვის პაციენტის ვენური სისხლიდან გამოყოფილ პლაზმას ან შრატს აცხელებენ სრულ დენატურაციამდე, დენატურაციის მიკროკალორიმეტრიულ მრუდზე. ნორმასთან შედარებით, ძირითადი და მაღალტემპერატურული პიკების ტემპერატურული მაქსიმუმებისა და ძირითადი პიკის ნახევარსიგანის გაზრდით, დაბალტემპერატურული პიკებისა და მაღალტემპერატურული მხარის დაფიქსირებით ახდენენ ავთვისებიანი ახალწარმონაქმნის დიაგნოსტიკას.

985 ge B 1997-05-15 published Sakpatenti

მედიცინა ონკოლოგია ახალწარმონაქმნი დიაგნოსტიკა