HCV დიაგნოსტიკა და ვაქცინები = HCV Diagnostics and Vaccines : გამოგონების პატენტი = Patent for invention : (11) GE P 1999 1824 B : (51) A 61 K 39/12 (IPC, 2006) / მაიკლ ჰაუგტონი, ქუი-ლიმ ჩუ, ჯორჯ კიუო. - ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 1999 08 05 N 9. - გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი - 147 გვ. ; მუხლები: 26 დამოუკიდებელი. 21 ცხრილი.

- პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.

1. ტექნიკური შედეგი

ჰეპატიტ C-ს დიაგნოსტიკის სიზუსტის ამაღლება, პროფილაქტიკის გაუმჯობესება.

2. არსი

მიღებულია ჰეპატიტ C ვირუსის (HCV) ეპიტოპის შემცველი პოლიპეპტიდები და მათი მაკოდირებელი ნუკლეინის მჟავები;აღნიშნული პოლიპეპტიდების შემცველი ნაკრები
იმუნოანალიზისათვის; HCV ეპიტოპის წინააღმდეგ მიმართული მონო- და პოლიკლონალური
ანტისხეულები;რეკომბინანტული ვექტორული დნმ და აღნიშნული დნმ-ით ტრანსფორმირე- ბული უჯრედი;ნაკრები დნმ-ის ანალიზისათვის;აღნიშნული პოლიპეპტიდების შემცველი ვაქცინა და ფარმაცევტული კომპოზიცია.
შემუშავებულია HCV ანტისხეულების და ანტიგენის აღმოჩენის ხერხები;ნიმუშში HCV ნუკლეინის მჟავების აღმოჩენის და HCV პოლინუკლეოტიდის ამპლიფიკაციის ხერხები;HCV პოლიპეპტიდის მიღების ხერხი;სისხლში, შრატში ან პლაზმაში პოტენციურად ინფექციური ჰეპატიტ C ვირუსის სკრინინგისა და მოცილების ხერხები; HCV მონოკლონალური ანტი- სხეულების მასინთეზირებელი ჰიბრიდომების მიღების ხერხი.
3. გამოყენების სფერო
მედიცინა, თერაპია.

1824 ge B 1999-08-05 published Sakpatenti

მედიცინა თერაპია ორგანული ქიმია ფარმაცევტული კომპოზიციები დიაგნოსტიკა ვაქცინა